workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგა | სტატისტიკა, რომელშიც მესი დიდი სხვაობით ლიდერობს

ჩემპიონთა ლიგა | სტატისტიკა, რომელშიც მესი დიდი სხვაობით ლიდერობს

ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის წელს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სეზონი არ ჰქონია. ეს, რასაკვირველია, სწორედ “ლა პულგას” მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული უმაღლესი თამასითაა განპირობებული.

მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელშიც არგენტინელს ბადალი არ ჰყავს და უახლოეს მდევრებსაც დიდი სხვაობით უსწრებს. ეს მაჩვენებელი დასარტყმელი პოზიციის შექმნას ეფუძნება. ეს პოზიცია, შესაძლოა, ნებისმიერი ხერხით შეიქმნა, დრიბლინგი იქნება ეს, შენზე დაჯარიმება, თუ უბრალოდ სწორი პოზიციის შერჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ  მხრივ ლიდერობა მესიმ 2 გამოტოვებული მატჩის მიუხედავად მიანც მოახერხა. ლეომ “დინამო კიევთან” და “ფერენცვაროშთან” მატჩები გამოტოვა. სრულად თამაშის შემთხვევაში კი ჯგუფის ამ ორ აუთსაიდერთან არგენტინელი იმხელა მაჩვენებელზე ავიდოდა, რომ სხვებს დაწევის შასნი ფაქტობრივად აღარ დარჩებოდათ. 

ლეო ტურნირს უკვე გმაოეთიშა, მაგრამ გათანაბრების ან გადასწრების შესაძლებლობა, სხვა მოთამაშეებს მაინც მცირე აქვთ. სრული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ლეო მესი (ბარსელონა) – 56
  2. ხუან კუადრადო (იუვენტუსი) – 37
  3. კილიან მბაპე (პსჟ) – 36
  4. ტონი კროოსი (მადრიდის რეალი) – 34
  5. ლუკა მოდრიჩი (რეალი) – 30
  6. დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი, ლაიფციგი) – 30
  7. პაპუ გომესი (ატალანტა, სევილია) – 28
  8.  ხოაკინ კორეა (ლაციო) – 28
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2021, 17:29
    #4

    და ის შამპუნა ბომბარდირი სად არის?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 03 აპრ 2021, 11:57
    #3

    ფეხბურთის უკონკურენტო მეფე თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი სეზონი ჰქონდა იყო არის და იქნება ფეხბურთის მეფე.

  • BEQA BARCA
    schedule 03 აპრ 2021, 10:09
    #2

    მეფე მაინც მეფობს❤😍

  • El pistolero 9
    schedule 03 აპრ 2021, 01:52
    #1

    მარტო იუვესთან იმდენი მომენტი შეექმნა…ისე მაგ გუნდთან კამპ ნოუზე სახლში 0-3რა ნამუსით წავაგეთ😤😭😭