workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cat Radio | ჰოლანდს მხოლოდ “რეალი” ან “ბარსა” სურს

Cat Radio | ჰოლანდს მხოლოდ “რეალი” ან “ბარსა” სურს

ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე მინო რაიოლა ჟოან ლაპორტას უკვე შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ჩანს, შეხვედრა “ბარსასთვის” პოზიტიური აღმოჩნდა.

Cat Radio-ს ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდს მხოლოდ “რეალი” ან “ბარსა” სურს. კატალონიელები მის გადმოსაბირებლად ცდილობენ მაღალი ხელფასი შესთავაზონ, რითაც იგი გუნდში მინიმუმ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

როგორც ცნობილია, “დორტმუნდი” ნორვეგიელს 180 მილიონ ევროს აფასებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის შემთხვევაში ფასი დაიწევს, ვინაიდან, ჰოლანდისთვის ევროსარბიელზე ასპარეზობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

“ბარსასთვის” იდეალური იქნება, თუ ჰოლანდს 2022 წლის ზაფხულში შეიძენს. მაშინ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.

“ბარსელონა” ჰოლანდის ტრანსფერისათვის ფინანსების ძიებას უკვე იწყებს. გუნდი მზადაა რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს. ფილიპე კოუტინიო, მირალემ პიანიჩი და მარტინ ბრეითუეიტი ტრანსფერზე უკვე არიან დაყენებულნი კიდეც.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2021, 17:47

    2022-ის ზაფხულში? მორჩა ბაზარი. მე მგონი ან რეალი იყიდის ან ჩელსი. აბრამოვიჩი იმუქრებოდა, ფული არ აკლია და რა თქმა უნდა.

  • El pistolero 9
    schedule 02 აპრ 2021, 14:32

    რეალში ზიდანმა თუ აითვალწუნა მოაჯენს სკამზე და დარჩება გაღიმებული.იქ ბენზემას ჰეგემონიაა ჯერ

  • მსლ
    schedule 02 აპრ 2021, 14:20

    უფრო და უფრო რეალური ხდება უკვე

  • LM10TheLegend
    schedule 02 აპრ 2021, 13:13

    კაი რაააა რა რეალი joy joy ტყუილად კარიერას ნუ გაიფუჭებ ძმაო

  • Berlinetta♥
    schedule 02 აპრ 2021, 12:44

    აღარ მინდა ეს ბიჭი 🙁 სანამ დორტმუნდი იყოდიდა იქამდე მომწონდა მაგრამ ახლა, რაღაცნაირად ვარ განწყობილი .. ძლიერი ფეხბურთელია მაგრამ, ჯერ რაიოლააააა, მერე საუკეთესო შეთავაზებას რომ ელოდება , და ყველა გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებს არ ვიცი არ ვიცი .. გული ხო უნდა გეუბნებოდეა სად გინდა .. ხელფასი არსად მოგაკლდება და 3-5 მილიონით მეტი გექნება თუ ნაკლები ეს არ უნდა გიწყვეტდეს ჩემი აზრით … ოღონდ ერთს ვფიქრობ ეს თუ მბაპემდე იყიდა რეალმა , დიდი შანსია დააფოს რეალს ლოტინმა :/

  • Diana
    schedule 02 აპრ 2021, 08:30

    rivaldo80,
    რა ფრაზის გამო რეალი ან ბარსა ? 😂😂😂
    არც მიკვირს ასეთ გაღატაკებულ ბარსაში გადმოსვლისთვის თავს რომ არ იგლეჯს , კარგი გემოვნება აქვს , ორივე დიდებული გუნდია რაც არ უნდა ბარსას ფანი ვიყო სიმართლეს ვერ დავემალები, საუკეთესო პირობებს ვინც შეთავაზებს იქ წავა , მისი კარიერა ახლა იწყებს აღმასვლას და სწორად რომ დააკვირდება კარგად რომელ გუნდში ჯობს , იმედია ბარსას აირჩევს , მოწინააღმდეგე გუნდს ჰაალანდი თუ ეყოლება არამგონია დემბელემ მასზე მეტი ქნას

  • სპარტაკი
    schedule 02 აპრ 2021, 07:46

    ამბიციური ტიპი თასებზე მონადირე რავი ასე თუ გააგრძელა თავის თავზე იმუშავა იმედია რონის პრინციპებზე გაივლის..

  • rivaldo80
    schedule 02 აპრ 2021, 03:41

    ჯერ ამ ფრაზის გამო არ უნდა მოიყვანონ ხოდა წადი რეალში ვნახოთ რას იზაამ ბევრი შენაირი გვინახავს მანდ დაღუპულიი

  • M10 S9 D11
    schedule 02 აპრ 2021, 01:42

    იმედია ბარსას აირჩევს

  • antonio
    schedule 02 აპრ 2021, 00:18

    კოუტინიოს პიანიჩს და ბრეიტვეიტს კი დაიტაცებენ გრანდები :დ უმტიტის კიდევ….

  • ჯორჯ
    schedule 02 აპრ 2021, 00:14

    ამან ხო თქვა თუ ოთხეულში ვერ შევალთო წავალო და სხვაობა ახლა მარტო ოთხი ქულაა და აპრილია ჯერ 8 თამაშია სათამაშო,ხოდა მამამისი და ღორ კაცა ახლა რატო დადიან?