AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიო და მარტინ ბრეითუეიტი ტრანსფერზე დააყენა.
ბრაზილიელი ნახევარმცველი და დანიელი თავდამსხმელი მირალემ პიანიჩს შეუერთდნენ. კლუბმა ერლინგ ჰოლანდის შესაძენად სატრანსფერო თანხის შეგროვებაზე ზრუნვა, როგორც ჩანს, ადრევე დაიწყო.
დიდი ალბათობით, მათ რიგებს კარლეს ალენიაც შეემატება. “ბარსას” ნახევარდაცვის ხაზიდან ტრანსფერის მხრივ ხელშეუხებელნი მხოლოდ სერხიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი არიან.
კატალონიურ კლუბს ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანა სურს და ამას გარდა, ზოგიერთი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაც არასრულად აქვს გადახდილი.




ნეტავ ამათში რა უნდა მოგვცენ ორივეში 50?
გასაყიდები:
ნეტუ,ლენგლე,უმტიტი,ფირპო,პიანიჩი,ფერნანდესი,კოუტინიო,ბრაიტვაიტი.და კიდე განათხოვრებული ვინც გვყავს გასაყიდია ყველა ვერცერთი ამართლებს იმედს
ორივეში ერთად თუ 60 მილიონი მაინც ავიღეთ კარგი იქნება
იქნებ ამ ორ ფეხბურთელში 60 მილიონი გამოვიდეს და კიდე ბევრი გვყავს გასაყიდი
კოუტინიო კაი ხანია გასაგდებია, მაგრამ მარტო ის კი არა მის უკან 5-6 კაცი უნდა იყოს ჩამწკრივებული.
ნელნელა მგონი გვეშველება
პიანიჩი ლენგლე უმტიტიც გააყოლეთ ამ ორს
ცუდია რომ იმ საოცარი მონაკოდსგან არავინ მიყიდეთ
კიდე კაი დე იონგი ვიყიდეთ იმ აიაქსისგან მაგრამ ეგ ბარსას ფანობის გამო მოვიდოდა ბართუშა რონელი მაგის მყიდველი იყო
ორივე გასაყიდია. მარა კოუს ვინ წაიყვანს რავი…