Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე გამოჯანმრთელების ბოლო სტადიაზეა და დღეს, სიუტატ ესპორტივაზე, გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.
როგორც წყარო იტყობინება, “ბლაუგრანას” 3-იანისა და სერჟი რობერტოს მიზანია, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, მატჩებს 100%-ით მზად შეხვდნენ, მათ შორის – “ელ კლასიკოსა” და კოპა დელ რეის ფინალს.
აგრეთვე, კატალონიური გამოცემის ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” უნივერსალი რამდენიმე დღეა, ნორმალურად იტვირთება. რაც შეეხება ჟერარს, თუ რეაბილიტაციის პროცესი ასე კარგად წარიმართება, შესაძლოა, მან 5 აპრილს, “რეალ ვალიადოლიდთან” გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს.
პიკესა და რობერტოს გარდა, დღევანდელ სესიაზე ლეო მესი, რონალდ არაუხო, მატეუს ფერნანდესი, სამუელ უმტიტი, ჟუნიორ ფირპო და “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.
ისე ამ შაბათს ატლეტიკი და სოსიედადი შარშანდელ გადადებულ თასის ფინალს ითამაშებენ და იმედია სოსიედადი დააჩოქებს იმ ველურებს, ჯერ კიდევ ჩვენთან თამაშში გამოჩნდა, რომ სოსიედადი ჩვენზე მეტად ბილბაოსთან ფინალზე ფიქრობდა, როგორც კომენტატორებმაც აღნიშნეს ყველა ძლიერი ფეხბურთელი არ გამოიყვანეს ტრავმების შიშით იმიტომ რომ ბარსასთან მაინც არ იყო შანსი ფინალი კი მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი ჩვენც გამოვავლებთ პირში ჩალას. ბილბაომ თავის ველურობაზე უნდა აგოს პასუხი.
დონ ანდრესიტოს რომ კითხო მინგესას პიკეს და არაუხოს ერთად თამაში გაუჭირდებათ,მაგრამ შენ არამგონია შეგისწოროს ეგ მარტო ჩემს კომენტარებზე შესწორებების შეტანაზეა ჩაციკლული.
პიკეს დაბრუნება ძაან მაგარი ამბავია.რაც შეეხება რობერტოს ალბათ დესტი სკამს გაახეხინებს
პიკე-არაუხოს დუეტი გვეღირსება იმედია, მაგრამ უდიდესი ალბათობით სამმცველიანით გააგრძელებს კუმანი და მინგესა დაემატება ამათ. არაა ცუდი ვარიანტი.
ვაა ძაან კაი ეს არაუხო მინგესა და ალბა დესტს მივცემდი შანსს ვინც არ უნდა მითხრას დესტს არ ეკუთვნის შანსიო და საერთოდ ბოლოჯერ ვაფრთხილებ აქ ჩემს კომენტატორებს შეეშვით ჩემი ჭკუის სწავლებას.ყველას თავისი აზრი აქვს და ნუ გგონიათ რომ ბიჭების გამოთქმული აზრი შეიძლება იყოს მარტო სწორი და გოგოების მცდარი ეს 21 საუკუნეა რო რამე.
კლასიკოს სასსტარტში დაცვის ტრიო ასეთი უნდა იყოს: არაუხო,პიკე,მინგესა
მთავარია კლასიკო არ წავაგოთ, ფრეც საკმარისია. მთავარია რეალი არ გავუშვათ წინ, ატლეტიკო თვითონ მოიტეხავს კისერს. ბოლო ბოლო ლეო დაურეკავს სუას და ეტყვის ტუ მაინცდამაინც გატანა გინდა ავტოგოლი გააკეთეო, ჩვენი ძმობის ამბავშიო. არ მითხრათ ახლა ნაცნობობა და ძმობა რა შუაშიაო, თუ ლაპორტა აპირებს ძმურად რაიოლას ჰოლანდი მუქთად გამოართვას(აქ ხო წერენ, ამაზე), ლეო რატო ვერ "ჩააწყობს"
პიკე აუცილებლად უნდა იყოს კლასიკოში და კოპას ფინალში. ვალიადოლიდთან არაა აუცილებელი 90 წუთი ითამაშოს.
კლასიკოს აუცილებლად ჭირდება,მუხტიც და გამოცდილებაც,მომავალი პრეზიდენტია ბოლო ბოლო.ეს ლაპორტას გუნდში გაიჩითება და მერე წამოაყენებს თავის კანდიდატურას.თან ბიზნესები აქ.რავი მე ესე ვფიქრობ
კლასიკოზე გვჭირდება აუცილებლად
ელ კლასიკოში კაი იქნება ეს და არაუხო 3 მცველიან ტაქტიკაში
კლასიკოსთვის ხოდზე უნდა იყო პიკე