ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეუსებიო ენერგიებით სავსეა

ეუსებიო ენერგიებით სავსეა

 

“ბარსა ბ”–ს ახალი მწვრთნელი დღეს ანდონი სუბისარეტამ და ხოსეპ მარია ბართომეუმ ჟურნალისტების წინაშე წარადგინეს. პრეს–კონფერენციაზე ეუსებიო საქრისტანმა განაცხადა, რომ იგი ახლა ენერგიებით სავსეა და რომ ის მადლობას უხდის ლუის ენრიკეს ყველა იმ სამუშაობს გამო, რაც მან “ბარსა ბ”–სთვის გაახორციელა…

 

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ეუსებიო გუნდის თამაშის სტილისა და ფილოსოფიის შეცვლას არ გეგმავს და მხოლოდ მის გაუმჯობესებას აპირებს: “მე იმავე სტილითა და ფილოსოფიით გავაგრძელებ მუშაობას, როგორითაც ბოლო წლებში გამოდის “ბარსა” და რომელსაც კარგი შედეგები მოაქვს.” საქრისტანმა კომენტარი მის წინამორბედზეც გააკეთა: “მე არ მქონია ლუის ენრიკესთან საუბრის შანსი, თუმცა მე მინდა მადლობა გადავუხადო მას ყველა იმ საქმისთვის, რომელიც მან ჩემს მოსვლამდე გააკეთა.”

 

“მე მსურს ფეხბურთელები, რათა გაიზარდონ როგორც ფეხბურთელებად და როგორც ადამიანებად. ჩვენ იგივე მაღალი მოთხოვნები გვექნება, რაც ბოლო წლებში. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ სწორ კონდიციებში იმყოფება ფეხბურთელი, რომელიც პირველ გუნდს უერთდება … რეზერვ გუნდს განსხვავებული თვისებები აქვს, ვიდრე მაგალითად “სელტას”, ან სხვა გუნდს, რომელსაც მე ვწვრთნიდი”, აცხადებს “ბარსა ბ”–ს ახალი თავკაცი. აქვე გეტყვით, რომ პეპსა და ეუსებიოს ერთმანეთთან საუბარი უკვე ჰქონდათ.

 

საქრისტანმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანი ფეხბურთელების პირველი გუნდისთვის მომზადებაა: “ჩვენი მიზანი არის ფეხბურთელების პირველი გუნდისთვის გაწვრთნა და თუ მომავალ სეზონში, ერთი, ორი, ან სამი ფეხბურთელი გვარდიოლას გუნდს შეუერთდება, ჩვენ კმაყოფილები დავრჩებით.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში