ოთხშაბათს, “ბარსელონასაც” და “ბარსა ბ”–საც Fair Play-ს ჯილდოები გადაეცათ. ორივე გუნდმა მოახერხა და საკუთარ ჩემპიონატებში Fair Play–ს ქულების მხრივ პირველ ადგილზე გავიდნენ…
ოთხშაბათს, ესპანური ფეხბურთის გენერალურ ასაბლეაზე, რომელიც მადრიდში იმართებოდა კატალონიის “ბარსელონას” Fair Play-ს ჯილდო გადაეცა. 2010/11 წლების სეზონში, როგორც “ბარსას” პირველმა, ასევე მეორე გუნდმა მოახერხა და საკუთარ ჩემპიონატებში პირველი ადგილი დაიკავეს. ეს “ბარსელონას” პირველი გუნდისთვის მესამე ჯილდო გახლავთ. მათ Fair Play-სგან პრიზები ასევე 2006 და 2009 წლებში დაიმსახურეს. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრაზე “ბარსას”, კლუბის ერთ–ერთი დირეტორი, ხავიერ ბორდასი წარადგენდა.
პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მხოლოდ 100 ქულის დაგროვება შეძლეს. ეს კი “მალიორკაზე” ერთით, ხოლო “რასინგზე” სამით ნაკლებია. მხოლოდ 100 ქულის დამსახურება პეპის შეგირდებმა 95 ყვითელი ბარათისა და მხოლოდ 2 წითელი ბარათის საშუალებით მოახერხეს. შეგახსენებთ, რომ ყვითელი ბარათი ერთი ქულით ფასდება, ხოლო წითელი – სამით.
“ბარსა ბ”–მ საბოლოო ჯამში 107 ქულა დააგროვა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელების ანგარიშზე 97 ყვითელი და 5 წითელი ბარათია.


