workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟან-კლერ ტოდიბო: საშინელი გრძნობაა, გადახვიდე “ბარსაში” და ვერ ითამაშო

ჟან-კლერ ტოდიბო: საშინელი გრძნობაა, გადახვიდე “ბარსაში” და ვერ ითამაშო

L’equipe-სთან ინტერვიუში “ბარსელონადან” “ნიცაში” განათხოვრებულმა ჟან-კლერ ტოდიბომ საკუთარ გულის ტკივილზე და იმდგაცრუებაზე ისაუბრა.

ფრანგ მცველს “ბარსაში” თავის დამკვიდრება სურდა, რისი შანსიც მისი თქმით არ მიეცა.

“საშინელი გრძნობაა, გადახვიდე “ბარსელონაში” და ვერ ითამაშო. მირჩევნია “სედანის” ფორმა მეცვას და ვთამაშობდე, ვიდრე “ბარსაში” ვიყო და თამაშის საშუალება არ მეძლეოდეს. ამასთანავე “სედანში” ნაკლები წნეხის ქვეშაც ვარ.”

“აბიდალმა მე პიკე ჩამნაცვლებლად ჩამთვალა, ორი მატჩში ვითამაშე კიდეც, მაგრამ შემდეგ ვალვერდემ განმიცხადა, რომ მეოთხე ცენტრალური მცველი ვიყავი, ამიტომ ჩემი შესაძლებლობები წინასასეზონო შეხვედრებისას უნდა დამემტკიცებინა. უმტიტი დაშავდა, მე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, თუმცა შანსი მაინც არ მომეცა.”

“არ ვითხოვ, რომ კლასიკოში მივიღო მონაწილეობა, მე მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა მსურს. მიუხედავად მათდამი პატივისცემისა, ვფიქრობ, რომ “ლეგანესის” წინააღმდეგ თამაშისთვის საკმარისი დონე მაქვს. 2 თვე ველოდი, რომ “ინტერთან” თამაშს შევძლებდი, მაგრამ მოულოდნელად განმიცხადეს, რომ გუნდი უნდა დამეტოვებინა.”

ტოდიბო “ბარსამ” “ტულუზიდან” 1 მილიონად შეიძინა. ფრანგი განათხოვრებული იყო “შალკესა” და “ბენფიკაში”, ამჟამად კი “ნიცაში” იმყოფება. Transfermarkt.com ცენტრალურ მცველს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 14:47
    #11

    ასეთია ფეხბურთელის ბედი ბარსელონაში, ან ყველაფერი ან არაფერი. ბარსაში ექსპერიმენტების დრო არ არის, ბარსა მილანი ან მანჩესტერ იუნაიტედი არ არის, რომ ათწლეულები ელოდოს ტიტულს, ეს უნდა ესმოდეს ყველა მომსვლელს.

  • El pistolero 9
    schedule 28 მარ 2021, 23:57
    #10

    ტიპმა თავი მალდინი მეგონა და ვარჯიშზე რო ვნახე ბუსკეცი რასაც თამაშობდა მივხვდი ჭიჭვეიშვილი ვიყავიო

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 21:09
    #9

    რითი ჯობია ეს გარსიას ან პირიქით. შეიძლება პრაქტიკის მერე გაემართლებინა კიდევაც. თუ არ უნდათ ბარემ გაყიდონ და ის ფული რაღაცაში გამოიყენონ.

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 12:48
    #8

    ციტატა: M10 S9 D11
    რაღაც პონტში მართალიცაა ორი თამაშის მეტი არ ათამაშა იმ ცხვირგასიებულმა არადა ინტერთან ისე ითამაშა ლაუტაროს და ლუკაკუს ფეხი არ გაანძრევინა


    კი ნამდვილად, სუსტს გუნდებთან მაინც უნდა მიეცათ დრო, არადა როცა ითამაშა მშვენივრად გაართვა თავი ყველაფერს

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2021, 12:34
    #7

    რაღაც პონტში მართალიცაა ორი თამაშის მეტი არ ათამაშა იმ ცხვირგასიებულმა არადა ინტერთან ისე ითამაშა ლაუტაროს და ლუკაკუს ფეხი არ გაანძრევინა

  • Always cule
    schedule 28 მარ 2021, 11:43
    #6

    ვერ მიაღწევს ეს ვერაფერს, თავისივე ხასიათის გამო

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 09:54
    #5

    შენც კაი ნერვებს დაგვაწყვეტდი 😂

  • C.PC5
    schedule 28 მარ 2021, 01:09
    #4

    ვალოდია როგორი პრაგმატულიცაა ყველას მოგეხსენებათ, ხოდა ამას რო მართლა რამის თავი ქონოდა არ გაუშვებდა! ფაქტია ენის ტრიალი იცის მარტო მაღალ დონეზე🙄

  • Iniesta_8
    schedule 28 მარ 2021, 00:50
    #3

    ახლა არაუხო გვყავს ამის სტილის და ამაზე უკეთესი ასე რომ აღარაა საჭირო ამის დაბრუნება. გარსიაც მოვა ზაფხულში. აქეთ გვყავს გასაშვები ლენგლე და უმტიტი პირველ რიგში.

  • Albicelecte
    schedule 28 მარ 2021, 00:46
    #2

    რომ გეთამაშა, ითამაშებდი!
    შენზე მეტი შანსი არ ჰქონია არაუხოს, მინგესას შესახებ კი გაგონილიც კი არ გვქონდა
    სადაც გაგიშვეს, იქ ხომ გადახანი მოედანი და კედელი ამოაშენე საჯარიმოსთან
    არ მიყვარს ასეთი ბოღმიანი ლაწირაკები

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2021, 00:45
    #1

    არადა ინტერთან რა ითამაშა. ვალვერდეს რო გავკარი. ტიპმა ლენგლე პიკეს დუეტი იმენა არ დაშალა. მერე მურილიო მოაყვანინა. ყოფილიყო კუმანი მაშინ, ძირითადის კაცად აქცევდა ამას.