“ბარსელონა” “ბეტისში” განათხოვრებული მარცხენა მცველის, ხუან მირანდას თამაშით კმაყოფილია, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები მირანდას ჟორდი ალბას დუბლიორად განიხილავენ და მის შენარჩუნებას გეგმავენ. 21 წლის მოთამაშის შესანარჩუნებლად კი “ბლაუგრანას” მოუწევს ესპანელის კონტრაქტში გაააქტიუროს პუნქტი, რომელიც ორი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.
“ბარსას” გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ჟუნიორ ფირპო გაყიდოს და მისი შემცვლელი კლუბშივე იპოვოს. მირანდას გარდა, “ბარსელონა” სარეზერვო გუნდის მარცხენა მცველის, ალეხანდრო ბალდეს ვარიანტსაც განიხილავს.
თავად მირანდას მიზანია, რომ წარმატებას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მიაღწიოს. თუ მისთვის კლუბში დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ის “ბეტისში” თამაშის გაგრძელებას ისურვებდა. ანდალუსიურ კლუბში მირანდამ 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.
18 თამაში მთელ სეზონში? ცოტა ხომ არ არის.
რავიცი ეს მირანდა ბეტისში კი კარგია მაგრამ აქ გაქაჩავს კი?მე ბალდე მირჩევნია.ბეტისს თუ უნდა კარგ ფასად გამოისყიდოს
ბალდეს დაწინაურებას ვაპირებთო ხომ თქვეს, ეს რაში ჭირდებათ მაშინ.
რა მირანდა ამას ისევ ფირპო ჯობია
ბალდე და მარმოლი
მე პირადად ბალდე ძაან მაგრად მომწონს, ალბას სტილია ფაქტიურად, სწრაფია, შეტევაში ყოფნა კარგად გამოდის და მოქნილი ტიპია, კარგი ბიჭია და ვნახოთ იმედია გაამართლებს
ამ შემთხვევაში ისევ ლა მასიელზე ჯობია გფსონის გაკეთება
21 წლისაა, 2 წელში ძირითადის კაცი იქნება
ემერსონის მოყვანა აზრს კარგავს რომ ვუყურებ მარჯვენა ფლანგს, სადაც დესტია
ანხელინიოს მოყვანა მაგრად მინდა მაგრამ არც ცდილობენ შარშან კი ინტერესი ჰქონდათ მახსოვს
მცველის პოზიციაზე მაინც გვჭირდება გამოცდილი ძლიერი მოთამაშე