“ბარსელონა” ემერსონის გასაყიდად მზადაა

“ბარსელონა” ემერსონის გასაყიდად მზადაა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა ზაფხულში ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი გაყიდოს.

“ბარსას” ემერსონის სატრანსფერო უფლებების ნაწილი ეკუთვნის. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “ატლეტიკო მინეიროლდან” 2019 წლის ზაფხულში “ბარსელონამ” და “ბეტისმა” ერთობლივად განახორციელეს, რის შემდეგაც მოთამაშე სწორედ “ბეტისში” ჩაირიცხა. მათ დაახლოებით 6-6 მილიონი ევრო გადაიხადეს. კატალონიელებს ზაფხულში ემერსონის 9 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, “ბლაუგრანა” მის გაყიდვას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონით დაინტერესებულია ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი”. MD-ს ცნობით, “ბარსამ” ფეხბურთელს პსჟ-სთან მოლაპარაკებების ნება დართო. “ბლაუგრანაში” მიიჩნევენ, რომ მარჯვენა მცველის საჭიროება აღარ დგას და ამ პოზიციაზე სერჟინიო დესტის, სერჟი რობერტოსა და ოსკარ მინგესას სახით გუნდში საკმარისი მოთამაშეები იმყოფებიან.

იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელის გაყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ უნდა. სატრანსფერო თანხის 50%-ს “ბეტისი” მიიღებს.

ემერსონის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 28 თამაში, 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • El pistolero 9
    schedule 28 მარ 2021, 23:32

    25 მილიონი მაინც რო ავიღოთ კარგი იქნება და მარჯვნივ ისევ დესტი.და რობერტო ითამაშებენ

  • me da barca
    schedule 28 მარ 2021, 20:29

    რა ჯანდაბად უნდოდათ ამის ყიდვა ბეტისთან ერთად, საწილო არაფერი არ ვარგა. ან მთლიანად ერთის უნდა იყოს ან მეორესი

  • ბასქუ10
    schedule 28 მარ 2021, 12:42

    ციტატა: Always cule
    აუ რამდენი რაღაც იწერება, წავიდა ტვინი


    ჯერ სად ვართ ახლა წავა ტვინის ბურღვა, მოახლოვდა სატრანსფერო ფანჯარა და ჟურნალისტები თავისას შეუბერავენ და წაიღებენ ტვინს

  • Always cule
    schedule 28 მარ 2021, 11:28

    აუ რამდენი რაღაც იწერება, წავიდა ტვინი

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2021, 08:27

    მოაშორეთ სასწრაფოდ

  • ბასქუ10
    schedule 27 მარ 2021, 23:26

    ციტატა: Zura_Akhalaia
    სად აღარ გვყავს ბართომეუ, ამ ტრანსფერს ისე მოაგვარებდა 25 მილიონის წაგებაში დავრჩებოდით ))


    25 მილიონს წაგებაში წავიდდოით მხოლოდ ამ ზაფხულზე, მერე ეგ ფეხბურთელი სხვაგან რო ითამაშებდა 10-20-50-100 თამაშს კიდე იქით მოგვიწევდა ფულის გადახდა და საერთო ჯამში 100-150 მილიონს წავაგებდით😁

  • antonio
    schedule 27 მარ 2021, 19:49

    მარტივი არითმეტიკაა 25 მილიონის 50 პროცენტი 12 მილიონია და რო გამოისყიდონ ცხრა მილიონად და მერე გაყიდონ 25 ად 16 მილიონი რჩებათ ან საერთოდაც რობერტო გაყიდონ 30 მილიონად თავისუფლად გაიყიდება და ეს დაიტოვონ ახალგაზრდაა უფრო და თურამე მერე გაყიდიან უფრო მაღალ ფასში

  • Clever liar
    schedule 27 მარ 2021, 19:08

    ციტატა: Zura_Akhalaia
    სად აღარ გვყავს ბართომეუ, ამ ტრანსფერს ისე მოაგვარებდა 25 მილიონის წაგებაში დავრჩებოდით ))


    :D:D:D საღოლ

  • Zura_Akhalaia
    schedule 27 მარ 2021, 18:52

    სად აღარ გვყავს ბართომეუ, ამ ტრანსფერს ისე მოაგვარებდა 25 მილიონის წაგებაში დავრჩებოდით ))

  • Diana
    schedule 27 მარ 2021, 18:43

    გასაყიდი კიდევ ბევრია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 27 მარ 2021, 18:00

    ამაზე უკეთესს ვერავის მოვიყვანთ ამ ეტაპზე