workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა ანსუ ფატის შეხვდა

ჟოან ლაპორტა ანსუ ფატის შეხვდა

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, დღეს გუნდის სავარჯიშო მოედანზე ანსუ ფატის შეხვდა. Gol-ის ინფორმაციით მან “ბარსას” ახალგაზრდა თავდამსხმელს მხარდაჭერა პირადად გამოუცხადა. 

18 წლის ფეხბურთელს, რომლის პროფესიონალურ კარიერას “ბლაუგრანას” რიგებში სენსაციური დასაწყისი ჰქონდა, უკვე თითქმის 5 თვეა ტრავმა აქვს და ჯერ ცნობილი არ არის, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. 

ანსუს გამოჯანმრთელების პროცესის წარმართვა იმაზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვეტს თუ არა ის მუხლზე ოპერაციის ჩატარებას. როგორც დღეს Sport-მა დაწერა, ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ესპანელს კიდევ 2 თვე გაუცდება. 

ფატიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო და 5 გოლი გაიტანა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 27 მარ 2021, 16:25

    იმედი არ მოუშალოს ღმერთმა, იქნებ გადმოხედოს უფალმა.

  • El pistolero 9
    schedule 27 მარ 2021, 01:17

    იმედია მალე აღიდგენს ძველ ფორმას❤❤

  • ბასქუ10
    schedule 27 მარ 2021, 00:13

    2 თვე არაფერია, სეზონი პრაქტიკულად სრულდება და ჯობია მიხედოს ამ ტრამვას და სრულიად მოიშოროს და ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს მომდევნო სეზონში

  • Albicelecte
    schedule 26 მარ 2021, 23:11

    2 თვის დედაც, ევროპაზე მაინც ვერ მოხვდება ამ მუხლით და არაფერი გაიმიზეზოს
    სეზონი 10 ტურში სრულდება
    ყველაზე დონე ექიმთან გაიაროს კონსულტაცია, შემოწმება და რაც ყველაზე საიმედოა, ის გააკეთოს

  • Always cule
    schedule 26 მარ 2021, 22:42

    მთავარია კარიერას არ შეექმნას საფრთხე და შემდეგ სეზონშიც დაბრუნდეს რო მოირჩენს კარგად

  • vegassi54
    schedule 26 მარ 2021, 19:56

    მთავარია ნორმალურად მოიშუშოს, არსად ეჩქარება რეციდივის შანსი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

  • me da barca
    schedule 26 მარ 2021, 19:22

    რაც რთულად მისაღწევია ის ყოველთვის ტკბილია ბოლოს. ასეა ფატის შემთხვევაში, გაურთულდა მაგრამ ბოლოს ხარივით იქნება.

  • frenkie dejong21
    schedule 26 მარ 2021, 19:09

    ლაპორტ წესიერი ექიმები მოიყვანე
    ჩვენი ფეხბურთელები რატო უნდა გარბოდნენ ყატარებში და ლიონებში სამკურნალოდ

  • Diana
    schedule 26 მარ 2021, 18:59

    ახლა თუ ვერა შემდეგ სეზონში დაბრუნდეს და რაც მთავარია პრობლემა არ ქონდეს , ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა დაგვიბრუნდეს თავის დონეზე