ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა წელსაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დავიდ ვილია გადმოვიდა “ბარსელონაში”, ალბათ, ყველა მიხვდება, რომ საუბარი ეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც ასევე ცენტრალური ფორვრადი გახლავთ. არსებობს მოსაზრება, რომ შეუძლებელი იქნება ამ ორი მართლაც, რომ მსოფლიო კლასის მოთამაშის ერთდროულად თამაში, თუმცა პეპი ასე არ ფიქრობს.
13 ივნისს საბოლოოდ გაირკვევა ითამაშებენ თუ არა ერთად ვილია და იბრაჰიმოვიჩი და მიეცემა თუ არა შვედ შემტევს მეორე შანსი, თუმცა გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზლატანი არსად მიდის. თავად პეპ გვარდიოლა თვლის, რომ შესაძლებელია ამ ორი შემტევით თამაში, ვნახოთ ყველფერს მომავალი სეზონი და “ბარსელონას” მიერ ჩატარებული მატჩები დაგვანახებს.
როგორც იბრაჰიმოვიჩი, ასევე დავიდ ვილაც ბრწყინვალედ თამაშობენ მეორე სართულზე, მაგრამ, სავარადუოდ, იბრა მაინც ცენტრალურ ფორვარდად მოგვევლინება მოამავლი სეზონიდან, ხოლო ვილია დაიკავებს ტიერი ანრის ადგილი, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე თქვა თავის სიტყვა კატალონიურ კლუბში და ახლა შეუძლია მშვიდად წავიდეს, მან შარშან ლომის წილი დაიდო მადრიდის “რეალის” განადგურებში. ასე რომ, სავარაუდოდ, ვილია ითამაშებს შეტევის მარცხენა ფლაგნზე ხოლო იბრა ტრადიციულად ცენტრიდან შეუტევს. შესაძლოა, “ბარსელონამ” სხვა ტაქტიკითაც ითამაშოს და წინ წარმოგვიდგეს დუეტი ვილია–იბრაჰიმოვიჩის სახით, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ტრადიციულად “ბარსელონა” 4–3–3 წყობით თამაშობს და ძნელად სავარაუდოა, რომ იგი უღალატებენ თავის ტაქტიკას, მით უფრო, რომ ამ ტაქტიკის წყალობით მიაღწია უდიდეს წარმატებას და არის ერთ–ერთ ყველაზე გაშედეგიანი გუნდი მთელს ევროპაში. რამდენი ვარაუდი და მოსაზრებაც არ უნდა გამოითქვას, მაინც ყველფერს ჭორის სახე ექნება, რადგან ბოლო სიტყვა პეპ გვარდიოლაზეა, მხოლოდ მისთვისაა ცნობილი რას გააკეთებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთლებით, იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც საკუთარი ეპოქა შექმნეს, ასე რომ, დაველოდოთ მომავალ სეზონს, რომელიც უდავოდ ძალზედ საიტერესო იქნება თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პეპ გვარდიოლა ექსპერიმენტების მოყვარული მწვრთნელია.