2010/11 წლების სეზონის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალისტი გუნდის, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა განაცხადა, რომ სერ ალქსის გუნდი და მადრიდის “რეალი” რამდენიმე წელიწადში “ბარსელონას” ჰეგემონიას წარსულს ჩააბარებენ…
“1999 წელს, ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვიყავით და გვსურდა “იუვენტუსი” დაგვემარცხებინა. ჩვენ ამის გაკეთბა შევძელით. მწვერვალების დაპყრობა ძალიან რთულია. ახლა “მანჩესტერ იუნაიტედი” პროგრესს განიცდის. ვფიქრობ, “იუნაიტედი” და “მადრიდი” მოდმევნო ორ წელიწადში “ბარსელონას” დამარცხებას შეძლებენ. მომავალი სეზონი კატალონიელებისთვის ძალიან რთული იქნება, რადგანაც უკვე ძალიან ბევრმა იცის მათი სათამაშო სტილის შესახებ”, – ციტირებს ინგლისელი ვეტერანის სიტყვებს “The Manchester Evening Standard”.



