“ბარსა ბ-მ” ახალ ლიგაში თამაში გაინაღდა

“ბარსა ბ-მ” ახალ ლიგაში თამაში გაინაღდა

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა 2021/22 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ახალ დივიზიონში, პრიმერა RFEF-ში მონაწილეობა გაინაღდა. 

ეს ოფიციალურად “ანდორასა” და “ლ’ოსპიტალეტს” შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა და შედეგად სეზონის ბოლოს “ბარსა ბ”-ს სამეულს მიღმა დარჩენა თეორიულად გამოირიცხა. 

ახალი ლიგა მომდევნო სეზონიდან სეგუნდა დივიზიონ ბ-ს ჩაანაცვლებს, რომელშიც “ბლაუგრანას” რეზერვისტები ამჟამად ასპარეზობენ. პრიმერა RFEF რიგით მესამე დივიზიონი იქნება და მასში ტრადიციული 80-ის ნაცვლად (წელს 102) მონაწილეობას 40 კლუბი მიიღებს. 

მიმდინარე სეზონის დარჩენილ 2 ტურში გამარჯვების შემთხვევაში ბარსელონელებს რიგით მეორე დივიზიონში აღზევების შანსიც ექნებათ. 6-გუნდიან ჯგუფში გარსია პიმიენტას გუნდის მეტოქეები “იბიცა”, “ვილიარეალი ბ”, “ალკოიანო” და “ჟიმნასტიკი” იქნებიან (მე-6 კლუბის ვინაობა ჯერ უცნობია). პირველ 3 პოზიციაზე გასული კლუბები პლეი-ოფის ეტაპზე გადაინაცვლებენ, 2A დივიზიონში დაწინაურებისთვის კი ორი კლუბის დამარცხება დასჭირდებათ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    21 მარ 2021, 18:48

    ციტატა: nika 54
    ძალიან რთული სქემაა, მაგრამ ალბათ მოაბამენ ახალგაზრდები საქმეს თავს.


    ფინალი წააგეს ახლახანს. იმედია წელს მაინც გამოვლენ სეგუნდაში, იქაური დონე ბევრად აღეემატება სეგუნდა ბ-ს. ხელოვნური მაინც არაა ყოველი მეორე სტადიონი როგორც სეგუნდა ბ ში. თორე ხელოვნურს სულ სხვა მეთოდიკა აქვს თამაშის. ლა ლიგა 2 ში უკვე სხვა დონეა, აგერ პედრია მაგალითი, ლას პალმასში საკმაოდ განვითარდა, ისე რო ბარსაში პირდაპირ თამაში შეძლო. ყველა ახალგაზრდისთვის კარგი იქნება სეგუნდა. სად სარაგოსასთან მალიორკასთან და ეგეთ გუნდებთან თამაში და სად მაგათ ბ გუნდებთან. სამოყვარულო დონეა. იმედია პიკეს ანდორაც ამოიწევს. ეგეც ძმა გუნდი იქნება თუ მოიხოდა 😀 ისე ლა ლიგაში როგორც ბარსა ბ ვერ დაწინაურდება ისე პიკეს გუნდს არ დააწინაურებენ წესით სანამ პიკე ბარსასთან კავშირშია, ინტერესთა კონფლიქქტი გამოვა. თუ პრეზიდენტი გახდა ბარსასი სამომავლოდ მაშინაც არ დააწინაურებენ

  • ბასქუ10
    21 მარ 2021, 18:45

    წარმატებები ბიჭებს, სწგუნდა დივიზიონი გვინდა აუცილებლად

  • me da barca
    21 მარ 2021, 14:43

    როგორ აურ-დაურიეს ყველაფერი, ვერ გაიგებ ვინ სად გარბის. მთავარია ბარსა ბ კონკურენტუნარიან ლიგაში თამაშობდეს, ახალგაზრდების კლასიც აიწევს.

  • M10 S9 D11
    21 მარ 2021, 14:37

    მეორე დივიიონში უნდა გადმოვიდნენ

  • El pistolero 9
    21 მარ 2021, 13:41

    ყოჩაღ ბიჭებო❤❤პიმიენტა ძაან მაგარი მწვრთნელი გამოდგა👏👏

  • Diana
    21 მარ 2021, 13:21

    წარმატებები ბიჭებს ♥

  • Always cule
    21 მარ 2021, 12:49

    იმედია დაწინაურდებიან სეგუნდაში

  • nika 54
    21 მარ 2021, 12:39

    ძალიან რთული სქემაა, მაგრამ ალბათ მოაბამენ ახალგაზრდები საქმეს თავს.