workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Times: “ბარსელონა” ვეინალდუმს უფასოდ დაიმატებს

The Times: “ბარსელონა” ვეინალდუმს უფასოდ დაიმატებს

The Times-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, “ბარსელონასთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. 30 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგას დატოვებს და კატალონიურ კლუბს უფასოდ შეუერთდება. 

ვეინალდუმი პირველი მოთამაშე იქნება, რომელსაც ჟოან ლაპორტა მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ დაიმატებს. “ბარსას” მისი შეძენა წინა სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს ვერ მოხერხდა. 

ბრიტანული პრესის ცნობა რამდენიმე დღის წინ Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ვეინალდუმი “ბარსელონას” პრიორიტეტი აღარ არის და “ბლაუგრანაში” შანსის მიცემას იგივე პოზიციაზე მოთამაშე ილაიშ მორიბასთვის ამჯობინებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 18:39

    ძაან საჭიროა გუნდში ვეინალდუმის სტილის ფეხბურთელი, ძალიან მებრძოლი და ჟილკიანი ტიპია, თან კუმანი კარგად გამოიყენებს

  • Always cule
    schedule 21 მარ 2021, 15:38

    ციტატა: antonio

    ციტატა: Always cule
    მომდევნო ექვსი სტატია ვეინალდუმზე:
    -ბარსელონას ვეინალდუმთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია
    -ბარსელონამ ვეინალდუმის მოყვანა გადაიფიქრა
    -ვეინალდუმის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება
    -ვეინალდუმით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ
    -კუმანისთვის ვეინალდუმის მოყვანა პრიორიტეტულია
    -ვეინალდუმს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

    ვეინალდუმით რეალი და ბაიერნი დაინტერესდა
    ვეინალდუმი ლივერპულთან კონტრაქტს აგრძელებს
    ვეინალდუმის მამა- ბარსელონას ინტერესებზე არაფერი გვსმენია…

    -ვეინალდუმის აგენტმა ბარსელონას მიერ მისი კლიენტით დაინტერესება უარყო.
    -ვეინალდუმი ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება

  • antonio
    schedule 21 მარ 2021, 14:51

    ციტატა: Always cule
    მომდევნო ექვსი სტატია ვეინალდუმზე:
    -ბარსელონას ვეინალდუმთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია
    -ბარსელონამ ვეინალდუმის მოყვანა გადაიფიქრა
    -ვეინალდუმის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება
    -ვეინალდუმით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ
    -კუმანისთვის ვეინალდუმის მოყვანა პრიორიტეტულია
    -ვეინალდუმს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

    ვეინალდუმით რეალი და ბაიერნი დაინტერესდა
    ვეინალდუმი ლივერპულთან კონტრაქტს აგრძელებს
    ვეინალდუმის მამა- ბარსელონას ინტერესებზე არაფერი გვსმენია…

  • me da barca
    schedule 21 მარ 2021, 14:36

    თუ გრიზმანს გაყიდიან მისი ხელფასი ეყოფა ამასაც, დეპაისაც და კიდევ ვიღაცას. თუ უმტიტის გაუშვებენ მისი ხელფასი ეყოფა მინიმუმ 2-3 ახალგაზრდას. კოუს ხელფასი კიდევ 3 კაცს. გაყიდვიდან შემოსული თანხა კიდე ცალკე შემოსავალია, მთავარია როგორმე გაასაღონ.

  • M10 S9 D11
    schedule 21 მარ 2021, 14:35

    მოსაყვანია ეს მოსაყვანი კუმანის ამ ტაქტიკაში იდეალურად ჯდება

  • El pistolero 9
    schedule 21 მარ 2021, 13:39

    ისე რას ვაკვირდები
    ნეიმარმა პსჟ პირადად გააგდო 6-1 ის დროს და პსჟ-ში გადავიდა
    რონალდუმ იუვე გააგდო მაკრატელა რო ტენა და იუვეში გადავიდა
    დე ლიხტმა იუვე გააგდო და იუვეში გადავიდა
    ამან ჩვენ ამოგვტენა ენფილდზე და ახლა აქ მოდის.
    მოკლედ ვისაც პირადად თავიანთი პერფორმანსით აგდებენ ლიგიდან მერე იქ რატო მიდიან?

  • Diana
    schedule 21 მარ 2021, 13:20

    ამ პრესამ ტვინი წაიღო უკვე ზაფხულამდე რა გაუძლებს ამათ

  • Always cule
    schedule 21 მარ 2021, 12:59

    მომდევნო ექვსი სტატია ვეინალდუმზე:
    -ბარსელონას ვეინალდუმთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია
    -ბარსელონამ ვეინალდუმის მოყვანა გადაიფიქრა
    -ვეინალდუმის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება
    -ვეინალდუმით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ
    -კუმანისთვის ვეინალდუმის მოყვანა პრიორიტეტულია
    -ვეინალდუმს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

  • nika 54
    schedule 21 მარ 2021, 12:23

    The Times-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, "ბარსელონასთან" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
    მე მგონი უფრო სწორი იქნება: ბარსელონამ მიაღწია ვეინალდუმთან წინასწარ შეთანხმებას.