workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტამ და ალბამ ჰოსპიტალეტში იოჰან კრუიფის სახელობის მოედანი გახსნეს

ლაპორტამ და ალბამ ჰოსპიტალეტში იოჰან კრუიფის სახელობის მოედანი გახსნეს

ჟოან ლაპორტმა თავისი პრეზიდენტობის პირველ კვირაში ჟორდი ალბას მშობლიურ ჰოსპიტალეტში იოჰან კრუიფის სახელობის მოედანი გახსნა.

ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტთან ერთად “ბარსას” მარცხენა მცველიც გამოვიდა.

“ჩემი სკოლა ამ კუთხეში იყო და სამწუხაროდ, საფეხბურთო მოედანი არ გვქონდა, თამაში ქუჩაში გვიწევდა. იქ კი კარი აღარ იყო. კრუიფის ფონდის საშუალებით ამ მოედნის გახსნა ჩემთვის განსაკუთრებულია და სიამაყეს მმატებს.”
ჟოან ლაპორტა: “ბარსელონას” პრეზიდენტის ამპლუაში, ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ჩემს გაპრეზიდენტებაში იოჰან კრუიფს დიდი წვლილი მიუძღვის. მის გარეშე ამ თანამდებობაზე ვერასდროს ვიქნებოდი. შეხვედრის პირველი დღიდან ის მეხმარებოდა და მასწავლიდა ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გადამხდებოდა.”

ამ გამოსვლის გარდა, ცოტა ხნის წინ ჟორდი ალბამ Sport-თან ინტერვიუში კარიერასა და “ბარსელონას” მომავალზე ვრცლად ისაუბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • ბასქუ10
    schedule 21 მარ 2021, 11:01

    ლაპორტას ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს გუნდის ლიდერებთან და ეს ძალიან მაგარია

  • nika 54
    schedule 20 მარ 2021, 19:29

    და ერთმანეთს რას ეხვევიან, მიულოცონ დამსწრეებს.

  • El pistolero 9
    schedule 19 მარ 2021, 23:52

    რა ჩაბრატებულია სასტავთან ლაპორტა.პიკეს ბრატი როა ვიცით ალბასთანაც ახლოს ყოფილა

  • me da barca
    schedule 19 მარ 2021, 23:23

    თუ ალბასთან ეს მოედანი უფრო ახლოსაა, დღეიდან ბარემ აქ ივარჯიშოს, რაღაზე უნდა იაროს შორს.

  • Diana
    schedule 19 მარ 2021, 23:13

    სასიამოვნო ამბავია

  • Always cule
    schedule 19 მარ 2021, 23:04

    კარგია, რაც შეიძლება ბევრი უნდა გააკეთონ ასეთი რაღაცეები