ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო როდრიგესი 2016–მდე დარჩება

პედრო როდრიგესი 2016–მდე დარჩება

 

როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იტყობინება, კლუბს უკვე მზად აქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პედრო როდრიგესის კონტრაქტი 2016 წლამდე იქნება გახანგრძლივებული და რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 90–150 მილიონი ევრო იქნება…

 

პედრო როდრიგესი კლუბთან ხელშეკრულებას ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 30 წუთზე გაახანგრძლივებს. ამის შემდეგ კი იგი “ბარსელონას” ოფისების წინ ფოტოგრაფების წინაშე წარსდგება.

 

პედრო როდრიგესი კლუბს 2004 წლის ზაფხულში შეუერთდა. იგი ამ დროის შემდეგ “ხუვენილ A”–სა და “ბარსა ბ”–ს ღირსებას 4 სეზონის მანძილზე იცავდა. 2009/10 წლების სეზონში კი საბოლოოდ მან თავი “ბარსელონას” პირველ გუნდში ამოჰყო. მის ანგარიშზე 52 ჩატარებული შეხვედრაა. ამ სეზონში, პედრომ მოწინააღმდეგის კარის 23–ჯერ აღება მოახერხა. 2010/11 წლების სეზონში კი მის ანგარიშზე 22 გოლი აღმოჩნდა.

 

პედროს დებიუტი ფრანკ რაიკაარდის დროს, 2007/08 წლებში შედგა, ხოლო 2008/09 წლებიდან იგი გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს გუნდებში ასპარეზობდა. რაც ტენერიფელი ფეხბურთელი პირველ გუნდში გადმოვიდა, მან ყველას უჩვენა, რომ მას შესწევს ძალა იმისა, რომ მატჩის ბედი თავად გადაწყვიტოს. მას თამაში როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია.

 

ახლა პედრო კონტრაქტს 2016 წლის 30 ივნისამდე ახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევროდან 150 მილიონ ევრომდე იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში