ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 მარტს მოხდა.

თამაშები

15 მარტს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1900 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი საგი ბარბა. 1918-1932 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 77 თამაში ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.

1957 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ვიქტორ მუნიოსი. 1981-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 314 თამაში ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. კატალონიურ გუნდთან ერთად მუნიოსმა ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, 2-ჯერ ესპანეთის ლიგის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.

2000 წელი

ბერლინის “ჰერტასთან” ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ეს მოგება “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იყო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • El pistolero 9
    schedule 15 მარ 2021, 18:19

    ხავი რა როჟაა ფოტოზეე😂😂

  • Always cule
    schedule 15 მარ 2021, 16:59

    რა ცოტა რაღაც მომხდარა

  • nika 54
    schedule 15 მარ 2021, 15:24

    ჩავის პირველი გოლის გარდა დიდი არაფერი მომხდარა.

  • me da barca
    schedule 15 მარ 2021, 14:48

    ჩავის ადგილზე ტრიალის ყურება მომენატრა. ამის შემცვლელი არტური, თითქოს ბრაზილიაში ვიპოვეთ, მაგრამ ჩინურიც არ გამოდგა, სადღაც სარდაფში დამზადებულს უფრო გავდა.

  • ბასქუ10
    schedule 15 მარ 2021, 13:39

    იმედია დღესაც გავიმარჯვებთ და ამ მოგებათა სერიას კიდევ ერთი მიემატება

  • Diana
    schedule 15 მარ 2021, 13:35

    ჩავიი 💙❤