workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ძანეტი: ვფიქრობ, მესი “ბარსელონაში” დარჩება

ხავიერ ძანეტი: ვფიქრობ, მესი “ბარსელონაში” დარჩება

“ინტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის მილანურ კლუბში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გვინდა თუ არა მესის შეძენა? ამას ვერ ვიტყვი. ის “ბარსელონას” ფეხბურთელია. მან მთელი კარიერა “ბლაუგრანაში” გაატარა. ვფიქრობ, ლეო იქ დარჩება. მხოლოდ ჩვენს ფეხბურთელებზე ვართ ფოკუსირებულები.

იყო მარადონა მესიზე უკეთესი? ამ შედარებას ვერ გავაკეთებ. ორივე მათგანი ჩემპიონია.

– ციტირებს ძანეტის სიტყვებს ONTime Sports.

ცნობილია, რომ ლეო მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, თუმცა “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • ბუთხუზა
    schedule 13 მარ 2021, 22:49
    #9

    ლეო არა მარტო სუპერფეხბურთელია, ის ასევე კარგი პიროვნება და მოაზროვნე ადამიანია. მან ყველაზე უკეთ იცის, რომ მისი მდგომარეობა ნაკლებად იძლევა გუნდიდან გუნდში გადასვლის საშუალებას. ასე რომ, ჩემი აზრით ის ბარსაში დაასრულებს კარიერას, ისევე ბრწყინვალედ, როგორი ბრწყინვალეც იყო მთელი ეს წლები, წინ ლეო! კიდევ ბევრი ტიტული და პრიზები გელის!

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 20:09
    #8

    მესი დარჩება.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:31
    #7

    ლაპორტა დაითანხმებს აუცილებლად და დარჩება კვლავ ჩვენთან

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 19:23
    #6

    ბარსელონას მგონი კარგი დღეები დაუდგა და ახლა არ დატოვებს მესი გუნდს , ლაპორტაც პრეზიდენტი გახდა , დიდი შანსები გვაქვს კარგი ტრანსფერების, უხეირო მოთამაშეებსაც მოვიცილებთ და აეწყობა გუნდი თავიდან , კუმანიც კარგად უძღვება გუნდს ❤

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 17:05
    #5

    გაახანგრძლივებს მესი კონტრაქტს

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:58
    #4

    იყო მარადონა მესიზე უკეთესი? ამ შედარებას ვერ გავაკეთებ. ორივე მათგანი ჩემპიონია.
    რა თქმა უნდა იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ნუ ახლა თუ ვინმე იტყვის მარადონა იბრძოდა მოედანზეო, გეტყვით მარადონა იბრძოდა როცა თამაში არ მისდიოდა, ბრძოლა კი იმით გამოიხატებოდა, რომ მუშტიკრივში ერთვებოდა მთლიანად. უნდა გენახათ მარადონას თამაში რომ ლეოს შეადაროთ ის ნარკომანი.

    ციტატა: El pistolero 9
    რონალდუ ბრუნდება მემგონი რეალში და კიდევ ერთი მიზეზი ექნება ლეოს დასარჩენად


    კიდევ ერთი ჭორი? პერესს რამოსთან არ უნდა ორ წელზე მეტით შეთანხმების გაგრძელება იმიტომ რო ასაკიანია და რონალდუ საერთოდ კიდევ უფრო უფროსია. თან რონალდუ ერთი წელი კიდევ რჩება იუვეში და არა მგონია პერესმა თუნდაც უფასოდ გუნდში 38 წლის ფეხბურთელი მოიყვანოს.

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 16:51
    #3

    ციტატა: El pistolero 9
    რონალდუ ბრუნდება მემგონი რეალში და კიდევ ერთი მიზეზი ექნება ლეოს დასარჩენად


    ბრუნდება არა ლეღვი მბაპეზე ჩალიჩობს პერესი ვინ დააბრუნებს რონალდოს

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 16:40
    #2

    რონალდუ ბრუნდება მემგონი რეალში და კიდევ ერთი მიზეზი ექნება ლეოს დასარჩენად

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 16:30
    #1

    ნეტა შენ ყოლოდი 2014 წელს იგუაინის და პალასიოს მაგივრად მესის ნაკრებში