workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cadena COPE: რონალდ კუმანი ნიკო გონსალესს თვალყურს ადევნებს

Cadena COPE: რონალდ კუმანი ნიკო გონსალესს თვალყურს ადევნებს

Cadena COPE-ს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო იუწყება, რომ რონალდ კუმანი “ბარსა ბ”-ს ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის პროგრესს თვალს აქტიურად ადევნებს. კუმანს მოსწონს 19 წლის ფეხბურთელის თამაში, თუმცა ფიქრობს, რომ სანამ მას პირველ გუნდში მიიღებს, მანამდე კონტრაქტი “ბარსა ბ”-სთან უნდა გაახანგრძლივოს.

ნიკო გონსალესი ილაიშ მორიბას მსგავსად, დიდი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის დაყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვაში. იყო შემთხვევები, როდესაც მას აუცილებლობის გამო, მარჯვენა ფლანგზეც მოუწია თამაში.

ამ სეზონში ნიკო გონსალესმა 15 შეხვედრაში იასპარეზა და 2 ასისტი მიითვალა. სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბთან გონსალესის კონტრაქტი იწურება, თუმცა კლუბი მის შენარჩუნებაზე მუშაობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 19:51
    #14

    როგორც ვაკვირდები წამოვიდა ნიჭიერი თაობა ლა მასიიდან. მესი, პიკე, ფაბრსგასი, ბუსკეთსი და ასე შემდეგ, ამ თაობის მერე იყო დაპაუზება.

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 19:23
    #13

    ლა მასიამ უნდა დაიბრუნოს დიდება და თავის სიტყვა ისევ უნდა თქვას თანამედროვე ფეხბურთში,კუმანი კი ამ ბიჭებს ნამდვილად კარგად ექცევა და შანსს აძლევს, ერთი დელაფუენტე და კოლადო მოსინჯოს იქნებ ამართლებენ იმედებს

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 15:31
    #12

    როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, მესიზე უფრო სუსტი ხო არ იქნება, მაგ ასაკში რო იყო ლეო.

  • Ronaldinho..
    schedule 13 მარ 2021, 14:56
    #11

    აუუ როგორ გამიხარდა,ეს ორელიანაც ბალდე მორიბა კოლიადო აკიემე ძაან მაგრები არისნ ყველა ,კიდე ცენტრალური მცველია გვარი დამავიწყდა ეგეც კარგია მგონი რამოსი თუ არ ვცდები და მოკლედ მაგარი ბიჭები წამოვიდნენ მაგას დაუმატე დელაფუენტა მინგესა არაუხო ანსუ რა ბიჭები არიანნ!!
    პედრი დეიონგი დესტი პენია ამას ჰალანდი თუ დაემატა და ცოტახანი ეს გამოცდილი ფეხბურთელები მესით დაწყებული პიკე შტეგენი რობერტო ბუსკეცი შეიძლება მონსტრის შექმნა ამ გუნდისგან!!!

  • NEYBarca
    schedule 13 მარ 2021, 14:47
    #10

    აეეეეეეეე ძლივს :დ სხვათაშორის ამას ლამასიის დეიონგს უძახიან :დ

  • Lasho
    schedule 13 მარ 2021, 14:29
    #9

    პენია, კონრადი, კოლიადო, ბალდე, მორიბა აუცილებლად უნდა დაწინაურდნენ.. ესბიჭიც კარგია და ორელიანაც.. გვაქვს იმის ფუფუნება რო ჩვენი აღზრდილები ვათამაშოთ და ჰოლანდი და ალაბა რო მოიყვანონ მხოლოდ ეგეც გამისწორდება მე.. რავი მაინცდამაინც ამ გარსიას იმედი არმაქვს

  • Bobi
    schedule 13 მარ 2021, 14:24
    #8

    კიდევ ბევრს მიეცემა შანსი, ისეთი კრიზისია გუნდში

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 14:04
    #7

    ამიტომ მომწონს კუმანი არ ეკიდება მაინც და მაინც გამოცდილ 30 წელს მიღწეულ ფეხბურთელებს , ახალგაზრდებს კარგად არჩევს 💙❤

  • Berlinetta♥
    schedule 13 მარ 2021, 13:59
    #6

    ძალიან ჭკვიანო ბიჭია ეს, დეიონგის სტილისაა, მაგრამ ფიზიკურად არის რბილი და სუსტი 😀

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 12:58
    #5

    ბარსას მთავარი ქარხანა კვლავ ლა მასია უნდა იყოს❤💜

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 12:51
    #4

    ბარსა ბ-დან ამ ეტაპზე თუ ვინმეა ამოსაყვანი კოლადო და დე ლა ფუენტეა

  • Barca1980
    schedule 13 მარ 2021, 12:47
    #3

    ისე , ლოგიკურად ჩნდება კითხვა : ადამიანმა თუ ამდენი ახალგაზრდის პროგრესი მოახდინა და ამდენი ახალგაზრდა ტალანტით მოამარაგა ძირითადი გუნდი , მემგონი მწვრთნელობასაც იმსახურებს და როგორც ყველა მწვრთნელმა ბ გუნდიდან , ესეც გაამართლებს კლუბის იმედებს . გუნდს მაშინ გაუჭირდა , როგორც კი ესპანელებისა და კატალონიელების რაოდენობა შემცირდა გუნდში .

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 12:01
    #2

    მიხვდა ძლივს, ორელიანასაც დააკვირდეს იქნებ

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 11:52
    #1

    მოკლედ პიმიენტა ძაან მაგარი ვინმე გამოდგა დაფრინავენ ბარსა ბ-ში ბიჭები