“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი ედერ სარაბია ლეო მესიზე საუბრობს.
სარაბია აქცენტს არგენტინელის ცხოვრებისეულ პრობლემებზე აკეთებს და აცხადებს, რომ მას ეს ფეხბურთის თამაშში ხელს უშლის.
იყო ლეო მესი, ძალიან ძნელია. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ყველა ძალიან კარგად გიცნობს. არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და ქუჩაში გამოხვიდე. საკუთარი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ხარ გამოკეტილი. სხვა ტიპის ურთიერთობები არ გაქვს, არ შეგიძლია საკუთარი აზრი სხვებს გაუზიარო. ყველაფერი ეს მენტალურ გადაღლას იწვევს. სწორედ ამიტომ უნდოდა მესის წასვლა.
ვერ შევძელით მესის საუკეთესო ვერსია მიგვეღო. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ის საუკეთესო ხასიათზე ყოფილიყო. თავიდან მასთან ფეხბურთზე სასიამოვნო საუბრები მქონდა. ის ბუნებით გამარჯვებულია. შენ მას უბრალოდ 2-3 რამ უნდა უთხრა ფეხბურთზე და მოსაგებად დანარჩენს ის თავად გააკეთებს.
მესისთან ურთიერთობის დროს ბევრი რამ ვისწავლე. როგორც ვისენტე დელ ბოსკე ამბობს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რაც ხდება. ყველაფერმა იმან, რაც “ბარსელონაში” გადამხდა, უკეთესი გამხადა, მათ შორის 2-8 წაგებამაც. ის გუნდი მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის მზად არ იყო.
– ციტირებს ედერ სარაბიას სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ სარაბია ამჟამად ჟერარ პიკეს “ანდორას” წვრთნის.
ყველაფერში ვეთანხმები. მართლა ძნელია იყო მესი, როცა ყველა შენს ნაბიჯს, ყველა სიტყვას, დუმილსაც კი გამადიდებელი შუშით უყურბს ყველა. კარიდან გახვალ და ეგრევე ხალხი გეხვევა. პირადი ცხოვრება იკარგება და მარტო ფული არაფერს ცვლის, თუ ის ფული ჩემს გემოზე ვერ გამოვიყენე, თუ ბედნიერება არ მომანიჭა, რა აზრი აქვს ამ ფულს.
წადი რა ანდორას მიხედე რა 8-2 უკეთესი გაგხადა ხოარაფერი მოგიწევია
როდესაც მესი ფორმაშია და თანაც კარგ ხასიათზე, მისი ფეხბურთი ჩემთვის საუკეთესოა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში. პელეს ფეხბურთი ჩანაწერებით მინახია, კრუიფი მახსოვს იმდროინდელი საბჭოთა სატელევიზიო ეთერით (განსაკუთრებით ნიდერლანდები-გერმანიის ფინალი), მარადონას კარგად ვიცნობ (ფეხბურთის ლეგენდაა, მე განსაკუთრებით მიშლიდა ნერვებს, რადგან ბრაზილიის ფანი ვიყავი, 1982 წლის ბრაზილიამ შემაყვარა ბრაზილიური ფეხბურთი), და მაინც, მესი ჩემთვის განსაკუთრებულია… ფეხბურთელის ყველა თვისება (რაც უნდა ჰქონდეს ზოგადად ფეხბურთელს), საუკეთესო აქვს – ტექნიკა, ფინტები, სისწრაფე, საფეხბურთო აზროვნება, გოლეადორია და ამავე დროს საუკეთესო მეპასე, ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ აძვრენს 3-4 კაცში პასს, ერთი სიამოვნებაა მისი პენალტისდარი ჯარიმების შესრულება, (მგონი მესის დარტყმული ჯარიმა უფრო საშიშია, ვიდრე პენალტი მისი შესრულებით). მესი – ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში, თუმცა არის ადამიანის ისეთი თვისებები, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს – ქარიზმა, თავდაჯერება, ლიდერობის უნარი. ეს თვისებები ჰქონდა პელეს, კრუიფს, მარადონას მოჭარბებულად. აი, ეს თვისებები აკლია მესის, ის არ არის ბუნებით ლიდერი, მას არ აქვს ლეგენდისთვის დამახასიათებელი სითავხედე, ზედმეტად მორცხვად გამოიყურება, რითაც თავად ზარალდება. საუკეთესოა, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ მას აკლია ის განსაკუთრებული ადამიანური თვისებები, რაც სათუოს ხდის მის საუკეთესობას, თუმცა არა ჩემთვის… ჩემთვის მესი – ნომერ პირველი ფეხბურთელია!
ერთ შეცდომას არ აპატიებენ და მაშინვე ბულინგზე გადადიან 😑
სწორია, ნამდვილად ძნელია მესი იყო. თუ იგებს გენიოსი და უცხოპლანეტელია, ვერ ითამაშებს ერთ დღეს და "ჩაჯ-ული" კაპიტანია.
მართალია, ნამდვილად ძნელია.
ეგ ვიცით უკვე, რამე ახალი გეთქვა
გააფსით შენც და ფერმერმაც
2-8_მ უკეთესი გამხადაო_ აბა მე მკითხე ახლა და არა მარტო მე, ვისზე როგორ იმოქმედა.
მესიდ ყოფნას კი რაც შეეხება საკმაოდ რთულია ნამდვილად, 35 მეტრიდან საოცარი გოლი გაგაქვს და ყველა შენზე პოსტავს, საოცარი, გენიალური, არანორმალური და კიდევ ათასი საქებარი სიტყვით გამკობენ
ზუსტად ხუთ წუთში პენალტს ვერ იტან და ეგ გოლი კი არა 15 წლის ღვაწლი ავიწყდება ხალხს
პრესა ბართომეუს ტროლები სულ კრიტიკა სულ კრიტიკა არადა ყველაზე ნაკლებად მესია საკრიტიკებელი აგე რონალდოს როგორ ეფერებოდა პერესე ზედმეტი სიტყვა არ იწერებოდა პრესაში გადავიდა იუვეში და პრესამ გაანადგურა პორტოსთან გამოვარდნის მერე ესეთი არ შეიძლება ისეთ კაცზე ჯოხის გადამტვრევა რომელიც საერთოდ არაა დამნაშავე