ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 მარტს მოხდა.

თამაშები

12 მარტს “ბარსელონას” 22-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 14 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1966 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლუის მილა. 1984-1990 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 78 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ ლოპესი. 2000-2005 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 140 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

1994 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 5-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები რომარიომ (3) და სტოიჩკოვმა (2) გაიტანეს. არბიტრმა მოედნიდან 4 ფეხბურთელი გააძევა, მასპინძელთაგან კუმანი და სტოიჩკოვი.

1997 წელი

ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ “ბარსელონა” 0-3 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა შეხვედრა 5-4 მოიგეს. “ბლაუგრანას” მხრიდან გოლები რონალდომ (3), ფიგუმ და პიციმ გაიტანეს. სტუმართაგან ოთხივე გოლი მილინკო პანტიჩმა გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც “ბარსას” “კამპ ნოუზე” 4 ბურთი გაუტანა.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში 0-2 წაგების შემდეგ “ბარსელონამ” “მილანს” “კამპ ნოუზე” 4-0 მოუგო. გოლები მესიმ (2), ვილიამ და ალბამ გაიტანეს.

ეს მატჩი ვიქტორ ვალდესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამოდგა.

2016 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ხეტაფე” 6-0 გაანადგურა. გოლები ნეიმარმა (2), მესიმ, მუნირმა და თურანმა გაიტანეს, ერთხელ კი სტუმართა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

2024 წელი

“ნაპოლისთან” ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე პაუ კუბარსის დებიუტი შედგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Bobi
    12 მარ 2021, 15:21

    კუმანს ატლეტიკოსთან კიდევ გააგდებენ, ამჯერად მწვრთნელის რანგში მიიღებს წითელს 😆💙❤️

  • El pistolero 9
    12 მარ 2021, 15:09

    ატლეტიკოს თრევის დღე ყოფილა.5-3 5-4

  • Always cule
    12 მარ 2021, 12:32

    საკმაოდ კარგი დღე ყოფილა

  • გოგიბერიძე
    12 მარ 2021, 12:11

    ციტატა: nika 54
    აი ვუყურებ ამ 6-0 -ებს და გული მეწვება, რა დრო იყო რო ლეო ჰეთტრიკებს ზედიზედ აკეთებდა.


    ის გუნდი და ეს გუნდი განსხვავდება. ლეოც უკვე 5 წლით უფროსია იმასთან შედარებით…

  • nika 54
    12 მარ 2021, 11:55

    აი ვუყურებ ამ 6-0 -ებს და გული მეწვება, რა დრო იყო რო ლეო ჰეთტრიკებს ზედიზედ აკეთებდა.