კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ალექსანდრ გლები გაურკვევლობაშია. მან ჯერ კიდევ არ იცის სად განაგრძობს კარიერას. სავარაუდოდ “ბარსა” მას გაყიდის, რადგან ბელორუსიელ მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება.
“პირველ რიგში უნდა დავიბრუნო სასურველი ფორმა. როდესაც ამას შევძლებ, მაშინ ვნახავთ სად განვაგრძობ კარიერას. “ბარსელონასთან” კონტრაქტი კიდევ 1წელი მაკავშირებს. მე მადლობელი ვარ არსენ ვენგერის. დღევანდელ დღეს “ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ამ კლუბში მოხვედრის შანსის გამოუყენებლობა არასწორი იქნებოდა. კატალონიურ გრანდში რომ არ გადავსულიყავი ვერ გავხდებოდი უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ვერ მოვიგებდი პრიმერა დივიზიონსა და კოპა დელ რეის. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ეს მოხდა და არაფერი მაქვს სანანებელი” – გლების სიტყვებს “სპორტ–ექსპრესი” ციტირებს.
30 წლის ნახევარმცველი “ბარსაში” 2008 წელს “არსენალიდან” გადავიდა. “ლურჯ–ბროწეულისფერი” მაისურით მან 19 მატჩში იასპარეზა, რის შემდეგად ჯერ “შტუტგარტში” იქნა განათხოვრებული, ხოლო შემდეგ “ბირმინგემ სიტიში”.
ეს კი ვიდეო ჰლებზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=]



