workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას პრიორიტეტი ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

ლაპორტას პრიორიტეტი ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მისი პირველი სპორტული პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლაპორტას თადარიგში ლიონელ მესის, უსმან დემბელეს, სერჟი რობერტოსა და ოსკარ მინგესას საკონტრაქტო საკითხების მოგვარება დგას. ახალ პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე, 18 წლის ტალანტთან, ილაიშ მორიბასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.

კატალონიური წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტა მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს. ახალგაზრდა ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, რაც ევროპის წამყვან კლუბებს მოქმედებისკენ უბიძგებს.

მორიბა რონალდ კუმანის გუნდში ადგილს ნელ-ნელა იმკვიდრებს. ბოლო დროს ილაიში პირველ გუნდთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ვარჯიშობს, ცოტა ხნის წინ კი მას “ოსასუნასთან” თამაშის შანსი მიეცა და ახალგაზრდა მოთამაშემ სადებიუტო გოლიც გაიტანა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ილაიშ მორიბათი “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლაიფციგი” დაინტერესდნენ, ეს კი ნიჭიერ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების დაჩქარებას საფუძველს უყრის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • El pistolero 9
    schedule 10 მარ 2021, 11:49
    #11

    მომდევნო სეზონში პენია მეორე მეკარედ,მინგესა,მორიბა,ბალდე,კოლადო და კონრადი პირველ გუნდში

  • ბასქუ10
    schedule 09 მარ 2021, 16:47
    #10

    არამგონია მორიბამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იყოყმანოს ან უარი თქვას, ბოლობოლო ოცნება აუხდა და მოხვდა ბარსელონას პირველ გუნდში

  • M10 S9 D11
    schedule 09 მარ 2021, 15:20
    #9

    კოლადო ბალდე და დე ლა ფუენტე უნდა დააწინაურონ უეჭველი

  • riva
    schedule 09 მარ 2021, 14:55
    #8

    რომ ვუყურე სულ ტურე მახსენდება. ცოტა სხვა როლი აქვს ამას მაგრამ მაინც.

  • BEQA BARCA
    schedule 09 მარ 2021, 14:30
    #7

    ლაპორტა არ გაყიდის ამას და კაია..

  • nika 54
    schedule 09 მარ 2021, 13:37
    #6

    ეს გუნდის ფეხბურთელების საქმის მოგვარება კარგია, მაგრამ ახალი ფეხბურთელები არ მოვლენ?

  • Always cule
    schedule 09 მარ 2021, 13:13
    #5

    კარგი ნიუსია ძალიან

  • Maradona
    schedule 09 მარ 2021, 13:11
    #4

    No racism! ბათ ეს და დემბელე რბილად რომ ვთქვათ გუნდში ამათზე ულამააზო სიფათები არავის აქვს🤗 , თან ორივე ერთ ფოტოში ნამეტანია. ნეტა კარგად ითამაშონ და ამათი როჟები მაგრად მკიდია. მორიბას ეტყობა რო ერთადერთი რაც ძალიან ეტყობა რო აკლია პრაქტიკა და მოიხოდება მალე.

  • duggu
    schedule 09 მარ 2021, 13:10
    #3

    კაი ბიჭია ეს. უეჭველი უნდა შევინარჩუნოთ, მომავლის პერსპექტივაა

  • me da barca
    schedule 09 მარ 2021, 13:04
    #2

    ეს რომ გაახანგრძლივებს ამას მკითხაობა არ ჭირდება. არეულ-დარეული სახლი ხვდა წილად ლაპორტას და იწყებს დალაგებას. მთავარ ამრევს კი იმედია იქ დააბრუნებენ სადაც ერთი ღამე გაატარა.

  • Don_Andresito
    schedule 09 მარ 2021, 12:54
    #1

    ვინ გადაიხდის 100 კარგით რა. ბართომეუ თუ არ აირჩიეს სადმე. გაახანგრძლივებს. ამხელა ნდობას რომელი გრანდი მისცემს თან ამ ასაკში