ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტია. კლუბმა შედეგები ოფიციალურად დაადასტურა და “ბლაუგრანას” ახალი პრეზიდენტის რანგში ლაპორტამ პირველი განცხადებაც გააკეთა.
საღამო მშვიდობისა ყველას. დიდი მადლობა მოლოცვებისთვის. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მადლობა ჩემს გუნდს, მოხალისეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა. ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი საარჩევნო კამპანია იყო. მადლობა ყველას. მადლობა იოჰან კრუიფს, რომელიც ჩვენთან აღარაა. ჩვენ კრუიფისტები და ბარსელონისტები ვართ. მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს. არჩევნებში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო. მადლობა მედიას, რომელიც მთელი კამპანიის დროს პროფესიონალურ დონეზე იყო.
ეს არის არჩევნები, რომლის გამოც ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი. კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შუა პანდემიის დროს.
20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მესი ჩვენთანაა. დღეს კი ვნახეთ, როგორ აძლევდა ის ხმას. მსოფლიოსა და ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელი… შვილთან ერთად. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ლეოს “ბარსა” უყვარს!
ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, საკუთარ თავს კლუბს მივაკუთვნებთ და მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის მზად ვართ. აღსავსენი ვართ ოპტიმიზმითა და პასუხისმგებლობით. ჩვენ წარმატებებს მივაღწევთ!
“ბარსელონაში” ბედნიერებას დავაბრუნებთ. სირთულეებს დავძლევთ. ამ კლუბის მესაკუთრეები ისევ გულშემატკივრები იქნებიან.
მინდა აპლოდისმენტებით შევეგებოთ ჩვენს კონკურენტებს – ფონტს, ფრეიშასა და მათ გუნდებს.
– განაცხადა ლაპორტამ ჩახლეჩილი ხმით.




მესი მოიხოდება ლაპორტა რო დაესწრება თამაშს პრეზიდენტის ამპლუაში და გუნდს გამოაცოცხლებს ბოლომდე მჯერა მაინც ქამბექის
🥺❤️
ხო ზუსტად ვიცოდიტ ყველამ, თუმცა მაინც ძალიან გამიხარდა, იმედი მომეცა რომ კლუბი მართლა იმ ძველ დიდებას დაუმიზნებს.
ამ და სხვა სტატიის ავტორებს კი ბრავო, მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად რომ გვაწვდიდით ინფორმაციას ლაივ რეჟიმში
მადლობა 💙❤️👏🏻
როგორც ზღაპრებში, ბოროტი გმირები, რომ "აძინებს" ან "აქვავებს" პერსონაჟებს და შემდეგ ზღაპარი კეთილად სრულდება – ბარსა-გაცოცხლდა, ბარსას-ეძინა (დააძინეს) ბარსა -ქვად აქციეს.
დღეიდან, ლაპორტა არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ "სვავებს" ბარსა დააგლეჯინოს, როგორც აკეთებდა ბართომეუ, პერესის ხელებით.
კულეებო გილოცავთ!!!
ძალიან სასიხარულო ამბავია, ჩემპიონთა ლიგის მოგებასავით გამიხარდა მე პირადად.. ცოტა ნოსტალგიური მომენტია, ძველი ხალხის დაბრუნება, მესის ამბავი და ა.შ.
ისე ბოიანის ხმის მიცემა ცოტა სიმბოლური ამბავია, იმედია დააბრუნებს ლაპორტა, ბრეითუეიტს ნაღდად სჯობია.. xD
პარიზში წასვლას არ გირჩევ, მაგრამ რახან მიდიხარ ის შავი მონათმფლობელი მოსვი თავის ადგილზე და სანამ ბარსას სახელს ახსენებს, მანამდე სპირტი გამოივლოს პირში მაგ უჯიშომ.
საღოლ ადმინ👏👏👏დილის 4 ის 23 წუთზე რო დებ სტატიას.
იმედი კარგია, მაგრამ როდის მოყვება გეგმებზე უფრო დაწვრილებით.
აბა რა შეუძლია ახლა გამოჩნდება
BEQA BARCA,
რო გაიმარჯვა ალბათ ბევრი იყვირა და ჩაეხლიჩა🙂🙂
პუიოლი დაგვიბრუნდეს რა იქნება 🥺🙏
აბა შენ იცი ლაპორტ რთული დავალწბა გაქვს ნამეტანი ამ წუმპედან უნდა ამოიყვანო კლუბი
შენი იმედი გვაქვს ლაპორტ
ყველას შენი იმედი გვაქვს რომ დაუბრუნებ გუნდს ძველ დიდებას და წარმატებები ამ რთულად გასავლელ გზაზე,მართლაც რთული გზა გელის თუმცა აუცილებლად გაართმევ თავს და შეძლებ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას.