სრული სახელი: ლუიშ ფელიპე მადეირა კაეირო ფიგუ
დაიბადა: 1972 წლის 4 ნოემბერს
დაბადების ადგილი: ალმადა, პორტუგალია.
სიმაღლე: 180 სანტიმეტრი
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი.
საკლუბო კარიერა: ლისაბონის “სპორტინგი” 1989-1995 (137 მატჩი, 16 გოლი)
“ბარსელონა” 1995-2000 (172 მატჩი, 30 გოლი);
მადრიდის “რეალი” 2000-2005 (163 მატჩი, 36 გოლი);
“ინტერი” 2005-2009 (105 მატჩი,9 გოლი).
სანაკრებო კარიერა: პორტუგალიის ნაკრები 1991-2006 (127 მატჩი, 32 გოლი)
კარიერაში სულ: 704 მატჩი, 123 გოლი.
1995 წლის ზაფხულში ლუიშ ფიგუმ ჯერ ,,პარმასთან” გააფორმა ხელშეკრულება, რამდენიმე დღეში კი ტურინის ,,იუვენტუსთან” წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ამის გამო მას პრობლემები შეექმნა, გაურკვევლობა კი იმით დასრულდა, რომ ფიფამ ორივე დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოაცხადა და ,,ბარსელონამაც” არ დააგვიანა – პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვასრკვლავი გადაიბირა.
ლუიშ ფიგუ 2000 წლის ზაფხულამდე დარჩა ,,ბარსელონაში” , შემდეგ კი მადრიდის ,,რეალში” გააგრძელა კარიერა და კატალონიელთათვის ყველაზე საძულველი ფეხბურთელი შეიქნა – ,,ბარსელონას” გულშემატკივრებმა მას იუდა უწოდეს, სამეფო კლუბის მაისურით ,,კამპ ნოუზე” დაბრუნებულს კი შემწვარი ღორის თავიც ესროლეს!
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტად არჩეულმა ფლორენტინო პერესმა ვარსკვლავური შემადგენლობის თავმოყრა პორტუგალიელის გადაბირებით დაიწყო: ,,ბარსელონას” საბანკო ანგარიში 55 მილიონი ევროთი შეავსო და ფიგუს სამეფო კლუბის ქათქათა მაისური მოარგო. ტუტულების მოხვეჭა მსოფლიოს 2001 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა დედაქალაქშიც განაგრძო: ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ამდენჯერვე აღმართა ესპანეთის სუპერთასი და რაც მთავარია, 2002 წელს სწორედ ,,რეალში” მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს მის კარიერაში მეორე ევროთასი იყო: 1997 წელს თასების მფლობელთა თასი აღმართა – ბობი რობსონის შესანიშნავი ,,ბარსელონას” ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
ფიგუ, რუი კოშტასთან, ვიტორ ბაიასთან, ჟოაო პინტუსთან, ფერნანდო კოუტუსთან, პაულო სოუზასთან და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად, პორტუგალიის ,,ოქრის თაობის” წევრი იყო, მაგრამ მათ ისე დააასრულეს კარიერა, რომ იუნიროებში მოგებული ტიტულების გარდა, ვერაფერს შეწვდნენ.
წყარო: http://barca.ge/?p=30439 (გადმოვიტანე :))