ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 მარტს მოხდა.

თამაშები

7 მარტს “ბარსელონას” 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 14 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1979 წელი

თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” ბობი რობსონისიფსვიჩთან” ანგარიშით 1-2 დამარცხდა. ეს არის ბოლო შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” თეთრი ფორმებით ითამაშა.

1992 წელი

სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” მსგავსად “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” “კამპ ნოუზეც” 1-1 ითამაშეს. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ისევ რონალდ კუმანმა გაიტანა.

1995 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ბრაზილიელი ხელბურთელი ჰანიელ ლანგარო.

1998 წელი

“ბარსელონას” პრეზიდენტის, ნუნიესის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნიდან რამდენიმე საათში გუნდმა “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა. გოლები სონი ანდერსონმა, ფიგუმ და ჯოვანიმ გაიტანეს.

1998 წელი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1934-37, 1940-48) ჟოზეპ ესკოლა.

1999 წელი

დაიბადა რონალდ არაუხო.

2001 წელი

ლეო მესიმ “ბარსელონაში” პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა და “ამპოსტასთან” მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

2004 წელი

“მალიორკასთან” გამართულ შეხვედრაში (3-2) ჩავიმ ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა, ხოლო ლუის ენრიკემ ამ ტურნირზე “ბარსას” მაისურით – მე-200 თამაში.

2012 წელი

“ლევერკუზენთან” ანგარიშით 7-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

იმ შეხვედრაში დანი ალვესმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა, ხოლო კრისტიან ტელიომ ამ ტურნირზე სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

2021 წელი

ჟოან ლაპორტამ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 08 მარ 2021, 13:12

    2012 მართლაც ზღაპრული წელი იყო.

  • სპარტაკი
    schedule 07 მარ 2021, 19:10

    მესის პენტა ტრიკი საოცარი მატჩი … ნეტა იგივე პესეჟესთან ვიხილოთ ..

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 16:08

    7:1
    მესის ბენეფისი.
    ლევერკუზენის გაბანძება

    7:1
    მესის ბენეფისი.
    ლევერკუზენის გაბანძება

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 14:04

    მესი- სიტყვები ზედმეტია ამ ფეხბურთელის აღსაწერად და დასახასიათებლად

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:34

    არაუხოს ვულოცავ!!!იმედია გამოჯანმრთელდება და არ გახრუსტალდება მთლად.7-1ზე და მესის პენტა ტრიკზე რა ვთქვა ყველაფერი ნათქვამია ისედაც

  • C.PC5
    schedule 07 მარ 2021, 12:45

    ნუ ფარმაცევტებთან ყველას აუჩუჩუნდა იმ დღეს😂

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 12:25

    სასწაულ შედეგებს დებდა მაგ წელს მესი

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 11:48

    კუმანზე რომ წაიკითხო, ვერაფრით იფიქრებ კაცი რო მცველი იყო 😁💙❤️

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 11:35

    7-1 💞

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 10:40

    "ლევერკუზენთან" ანგარიშით 7-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

    ეჰ რა გუნდი…