workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RAC1 | მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა

RAC1 | მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა

“სევილიასთან” მხსნელად მოვლენილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დღევანდელ შეხვედრაში, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

გერმანელმა მეკარემ “ოსასუნას” ფეხბურთელთა რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და კარიც მშრალად შეინახა.

მიუხედავად იმისა, რომ Budweiser-ის მატჩის მეფედ ჟორდი ალბა გამოცხადაა, RAC1-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ტერ შტეგენი დაასახელა.

მარკმა 3 სეივი შემოგვთავაზა და პასების სიზუსტეც საკმაოდ მაღალი პროცენტულობით (93%) ჰქონდა. ლა ლიგის მატჩებში “ბარსას” კარში დარტყმული ბოლო 23 მცდელობიდან მან 17-ის მოგერიება შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მარ 2021, 16:48
    #11

    ციტატა: Milkshake
    მალუმას არ ანახოთ ეს თორე გული დაარტყამს.


    ვფიქრობ ვფიქრობ და დასკვნამდე ვერ მივდივარ მაინც რა არ მოსწონს,ვერ გავიგე მიზეზი ვერაფრით.

  • El pistolero 9
    schedule 07 მარ 2021, 13:25
    #10

    ყველაფერი იცის ტიპმა.გამოსვლაზე კარგად გამოდის,ფეხით ხო უმაგრესია და კარის ხაზზეც ხატავს.სრულყოფილი მეკარეა შტეგო

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2021, 12:20
    #9

    პირველ ტაიმში სამი გოლი გამოაძრო

  • Bobi
    schedule 07 მარ 2021, 12:04
    #8

    თავიდან ცენტრიდან რო დაარტყეს შტეგენი კადრში არ ჩანდა და გავგიჟდი კინაღამ, ან ეს რამ გააგიჟა და ან შტეგენი სადაა მეთქი 😆
    თავიდან რო ანგარიში გაეხსნა ოსასუნას აი მან უკვე ცუდად იქნებოდა საქმე 💙❤️

  • barca`barca
    schedule 07 მარ 2021, 11:53
    #7

    ეს და ალბა იყვნენ საუკეთესოები.. შტეგენში როგორ გაგვიმართლა რო ჩვენთანაა.. გერმანელი მეკარეები სხვა ლეველია ;დ

  • Araujo
    schedule 07 მარ 2021, 11:37
    #6

    რავი მე მაინც ალბას ვემხრობი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 07 მარ 2021, 11:21
    #5

    ალბას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ამის სეივები რატომ არ შეიმჩნიეს ან დაბალი შეფასება რაში დაუწერეს? აა ალბათ იმაში რომ გუნდი წაგებისგან იხსნა და გუნდის გამარჯვებაში სერიოზული წვლილი შეიტანა.იმსახურებდა ყველანაირად მატჩის საუკეთესოდ დასახელებას.ესეც ცოტაა ძეგლსაც იმსახურებს ეს აქამდეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ.

  • nika 54
    schedule 07 მარ 2021, 10:38
    #4

    კარში დარტყმული ბოლო 23 მცდელობიდან მან 17-ის მოგერიება შეძლო.
    წარმოიდგინეთ აქედან რომ 3-4 მაინც ვერ აეღო, რამდენ ქულას ვკარგავდით და ვინ იცის თასის ფინალიც უკან დაგვრჩენოდა.
    კარგია, რომ სევილიამ წააგო(ეტყობა მაგრა ავურიეთ გუნდური თამაში) ახლა უკან ყურება აღარ გვინდა, რომ ვინმემ არ გადაგვასწროს კაი ხნით.

  • Always cule
    schedule 07 მარ 2021, 10:31
    #3

    იმსახურებდა კიდეც, ეს რო არა ვინ იცის წაგვეგო

  • ბასქუ10
    schedule 07 მარ 2021, 10:26
    #2

    ეს რო არა ამ გამარჯვებას დიდი ალბათობით ვერ მოვიპოვებდიტ

  • me da barca
    schedule 07 მარ 2021, 03:13
    #1

    დაიმსახურა.
    რომ არა შტეგო 0:2 ნამდვილად არ იქნებოდა.