workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ “ბარსელონას” 40-მილიონიანი ცენტრალური მცველის ტრანსფერს სთავაზობს

დეკუ “ბარსელონას” 40-მილიონიანი ცენტრალური მცველის ტრანსფერს სთავაზობს

“ბარსელონას” პორტუგალიელი ყოფილი ფეხბურთელი, დეკუ, რომელიც ამჟამად ახალგაზრდა მოთამაშეებს ოფიციალურ დონეზე წარმოადგენს, კლუბს ცენტრალური მცველის დამატებას სთავაზობს. ინფორმაციას Sport ავრცელებს. 

დეკუ “ბარსას” 22 წლის ედმონდ ტაპსობას შეძენას ურჩევს, რომელიც ბურკინა-ფასოდანაა, “ლევერკუზენში” თამაშობს და კატალონიური გამოცემის ცნობით 40 მილიონ ევროდაა შეფასებული. 

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ცენტრალური მცველის ტრანსფერი აუცილებლად სჭირდება, კლუბი ამ პოზიციის გაძლიერებას, დიდი ალბათობით, შედარებით იაფად ეცდება. “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე “ლა მასიაში” აღზრდილი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ერიკ გარსიაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Araujo
    schedule 06 მარ 2021, 17:44

    გარსია მირჩევნია მაინც პრემიერ ლიგაში მიღებული გამოცდილება მაინც სულ სხვაა

  • nika 54
    schedule 06 მარ 2021, 17:05

    ალაბას მოთხოვნა რეალმაც კი ვერ დააკმაყოფილა იმდენს ითხოვს ხელფასს. ჩვენ სადა გვაქვს მაგის შესანახი ბიუჯეტი.

  • El pistolero 9
    schedule 06 მარ 2021, 14:52

    პიკე,არაუხო,გარსია,მინგესა.ალაბაც რო დაგვათრევია იიფ.

  • ბასქუ10
    schedule 06 მარ 2021, 12:35

    უმტიტი რო ჩართონ ბარტერში კარგი ვარიანტი იქნება

  • Don_Andresito
    schedule 06 მარ 2021, 01:23

    კარგი მცველია კი, მალე მეტიც ეღირება უბრალოდ შანსი არ გვაქვს ყიდვის. ტოდიბოს, ბრაიტვაიტს უმტიტის ან ვინმეს თუ შევაპარებთ, ფირპოს კიდე, მაშინ შეიძლება გამოვწიოთ. ისე კი ჯერ ხარა ხურები მოვიშოროთ. პიკე ჯერ ხოდზეა, ლენგლე უყვართ რატომღაც, უმტიტი ჯერ შემოტენილი გვყავს, მინგესა არაუხო ორივე ნიჭიერია, მე-6 ცენტრალური მცველი გარსია გზაშია და ტოდიბო ეგეც 7. გუნდს 4 მცველიც ყოფნის ზოგადად მარა როცა ამდენი ტრავმიანი მცველია გუნდში 5 მაინც უნდა გვყავდეს. ამ ეტაპზე გარსია პიკე არაუხო ლენგლე მინგესა საკმარისი იქნება. ტოდიბოს გაყიდიან თორე ლენგლეს ეგ მირჩევნია, უმტიტიც როგორმე უნდა მოიშორონ რამხელა ხელფასი აქვს. აი პიკე რო წავა მერე დაგვჭირდება მცველი და ტაპსობა კარგი ვარიანტი იქნება. ნუ კუნდე მაინც რჩება ჩემ ფავორიტად რამდენიმე ცუდი თამაშის მერე მარა ძვირია, ისევე როგორც დე ლიხტი, პაუ ტორესიც ძვირია თორე ცაცია მცველებში საუკეთესოა დღეს. უპამეკანო ფაფუ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 მარ 2021, 01:05

    არარის ცუდი იგროკი, მაგრამ პაუ ტორესი მინდა პირველ რიგში

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2021, 23:20

    არაა ეს ცუდი ბიჭი ყოველ შემთხვევაში გარსიას ბევრად ჯობია

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 22:15

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    სხვათაშორის არ არის ცუდი ბიჭი. პირველად მოხდა მგონი რომ, მართლა ნიჭიერ ახალგაზრდაზე დაინტერესდნენ და გერმანიაში ყოველ მეორე არაფრის მაქნისს ტალანტს აპიარებენ და ამ მართლა ნიჭიერ ბიჭზე რომ არ საუბრობენ მიკვირს. უყურეთ მართლა კარგი ბიჭია მაგრამ, 40 მილიონი მართლა ძალიან ზედმეტია. ჯერ მაგდენი არ დაუმტკიცებია. 🙂


    დაინტერესდნენ რა, ესეც დეკუმ შესთავაზა.

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 21:47

    40 მილიონი სავარაუდოდ გამოსასყიდია. ადრე 40 ხურდად მიმაჩნდა გუნდისთვის, მაგრამ ახლა ამ კრიზისის ფონზე ასტრონომიული გახდა.

  • Bobi
    schedule 05 მარ 2021, 21:42

    რეალურად რო შევხედოთ დღეს 40 მილიონი ეს კი არა ისეთი ფეხბურთელები არ უნდა ღირდეს გაცილებით მეტი რო ადევს ფასი, ვისაც ფულის შოვნა მოუნდა ყველამ ასეთი ფასი დაადო მოთამაშეს, შედეგი კი ასეთია_ედმონდ ტაპსობა 40 მილიონი ღირს 🙂
    არ ვიცი ეს ბიჭი რას მიაღწევს თუმცა ამ ეტაპზე რატომ უნდა ღირდეს ამდენი ვერ ვხვდები

  • Messiah
    schedule 05 მარ 2021, 21:37

    აი ერიკ გარსიას იმედი რატო გვაქვს ერ ვხვდები რა ერიკ გარსია

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 21:23

    რა ამბავია 40 მილიონი