workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფორლანი: “ბარსელონას” სუარესი აკლია, ეს რონალდუს “რეალიდან” წასვლას ჰგავს

ფორლანი: “ბარსელონას” სუარესი აკლია, ეს რონალდუს “რეალიდან” წასვლას ჰგავს

წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ვარსვკლავი, დიეგო ფორლანი პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” ექს-მოთამაშეზე, ლუის სუარესზე კიდევ ერთხელ საუბრობს. 

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შეცდომა იყო. როგორც კი “ბარსელონამ” გამოაცხადა, რომ ის იყიდება, მე უკვე ვიცოდი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. მე ლუისს მესიჯი მივწერე და ვუთხარი: მომისმინე, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. არ არის საჭირო ვინმეს რაიმე დაუმტკიცო, უბრალოდ გააგრძელე ეს ყველაფერი მადრიდის “ატლეტიკოში”. 

როდესაც ისჯები იმისთვის, რაც არ ჩაგიდენია, როდესაც ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში ხარ, თამაშობ კარგად, რა თქმა უნდა, ამ დროს შენი მიზანია აჩვენო რა შეგიძლია. “ბარსელონას” აკლია ლუის სუარესი, ეს კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლას ჰგავს, რომელიც უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა არ იყო, ეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის წასვლა გახლდათ.  

როდესაც რონალდუს ან სუარესის მსგავს მოთამაშეებს ყიდი, ისინი მინიმუმ ორი მოთამაშით უნდა ჩაანაცვლო, ამ დროს კი რისკიც მატულობს, რათა ახლებს ადაპტირება სჭირდებათ. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდი დატოვა, “რეალისთვის” მარტივი არაფერი ყოფილა, იგივე სიტუაციაშია “ბარსელონაც”.

– ფორლანის სიტყვებს AFP ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 23:05
    #9

    ატლეტიკოში მაინც არ გაეშვათ, პირდაპირი კონკურენტი გააძლიერეს

  • Don_Andresito
    schedule 05 მარ 2021, 20:31
    #8

    მეგოლეები დაგვეკარგა ორივეს და ეგაა. პროსტა რეალმა 100 მილიონი იშოვა, ჩვენ კიდე აქეთ გადავიხადეთ სუარესი რო წასულიყო და ატლე გაეჩემპიონებინა

    ციტატა: me da barca
    კონკურენტ გუნდში, რომ უშვებ რა კაია, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნამეტნავად.
    პ.ს. ამ რეკლამებმა ტვინი წაიღო. ლეპტოპში პროსტამოლ უნოს რეკლამა როგორ გამოვრთო ვერ ვხვდები.


    მაგარი სამარცხვინოა მართლა ეს რეკლამა. X იც არ აქვს და მგონი ეგ უფლებების დარღვევაა ხალხის. გასაგებია საიტს ფული ჭირდება მარა ნამდვილად არ უხდება ფეოლას სტატიის ბოლოში რო ჩავდივარ და უცებ პროსტამოლ უნო მხვდება. ბართომეუს ნუ დაემსგავსები ადმინ თორე შენც გადაგაყენებთ 😀

  • ბასქუ10
    schedule 05 მარ 2021, 19:15
    #7

    აბსოლუტურად ვეთანხმები 100% მართალია

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 17:38
    #6

    კონკურენტ გუნდში, რომ უშვებ რა კაია, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნამეტნავად.
    პ.ს. ამ რეკლამებმა ტვინი წაიღო. ლეპტოპში პროსტამოლ უნოს რეკლამა როგორ გამოვრთო ვერ ვხვდები.

  • Bobi
    schedule 05 მარ 2021, 16:22
    #5

    ატლეტიკოში რო არ გაეშვათ უკეთესი იქნებოდა, რეალს მაინც ვაჯობებდით საჩემპიონო რბოლაში, იმათთანაც არის შანსი თუმცა მცირე

  • El pistolero 9
    schedule 05 მარ 2021, 14:59
    #4

    ფაქტობრივად ატლეტიკო ახლა ჩვენზე წინ იმიტომაა რო სუა გავუშვით მანდ.რამდენი ქულა მოუტანა ლუისმა ატლეს და რამდენ მატჩში დაგვაკლდა ჩვენ

  • nika 54
    schedule 05 მარ 2021, 13:58
    #3

    ციტატა: ousmane dembele 11
    დემბელეზე რა ისმის?


    დისკომფორტიო, დაეწყო ყველაფერი თავიდან.

  • Kaka
    schedule 05 მარ 2021, 13:44
    #2

    ციტატა: ousmane dembele 11
    დემბელეზე რა ისმის?


    დემბოს ძაან მცირე დისკომფორტი აქვსო და გუნდთან ერთად არუვარჯიშია მე მგონი.. დიდი ალბათობით უნდა დაასვენოს ოსასუნასთან

  • ousmane dembele 11
    schedule 05 მარ 2021, 13:28
    #1

    დემბელეზე რა ისმის?