workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
Barcagate ანუ დაუჯერებელი ამბავი

Barcagate ანუ დაუჯერებელი ამბავი

2013 წელს, როდესაც “ბარსელონაში” ნეიმარის მოსვლით ახალი ერა უნდა დაწყებულიყო, ყველაფერი ისე იდეალურად არ წარიმართა, როგორც ნებისმიერ “ბლაუგრანელს” წარმოედგინა. კლუბის ხელმძღვანელობა შარში გაეხვა და 2014-ის გარიჟრაჟზე “ბარსელონა” პრეზიდენტის გარეშე დარჩა.

საპრეზიდენტო სკამი სანდრო როსელმა დატოვა. დევიდ რასელის მსგავსი აფიორის შეთხზვა როსელსაც რომ სცოდნოდა, შესაძლოა, საპყრობილის შიგნიდან დათვალიერებაც თავიდან აერიდებინა. თუმცა, ტრანსფერიდან აღებული ქრთამი მალე გამოაშკარავდა და სანდროც არა მარტო საპრეზიდენტო სკამს, არამედ თავისუფლებასაც დროებით დაეშვიდობა. ეს ცალკე ისტორიაა, ჩავლილია და ალბათ ნაპატიებიც, მთავარი კი ის მოვლენათა ისტორიული ქრონომეტრაჟია, რომელიც 2014 წლიდან “ბლაუგრანას” თავს დატრიალდა. 

ახალ პრეზიდენტად კლუბს ჟოზეპ მარია ბართომეუ მოევლინა, რომელიც როსელის გადადგომის შემდეგ ჯერ დროებით ფლობდა კლუბის მართვის სადავეებს, 2015 წლიდან კი არჩევნების გზით ოფიციალურად, პრეზიდენტადაც მოგვევლინა.

კლუბის ისტორიაში მე-40 პრეზიდენტად ბართომეუს არჩევა იმ წელს შესაძლო 6 ტიტულიდან 5-ის მოპოვებამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ლეო ჟოანის მხარეს იყო, ჟოზეპმა ლაპორტა მაინც დაამარცხა. მესი საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასაც მაქსიმალურად ერიდებოდა.

1974 წელს აშშ-ში Watergate-ის სკანდალი გამოაშკარავდა, შელახული იმიჯისა და მძიმე ბრალდებების გამო, რიჩარდ ნიქსონი პრეზიდენტის სავარძელს გამოემშვიდობა. 43 წლის შემდეგ კი “Gate-ის” კიდევ ერთ სიქველს, კატალონიურ Barcagate-ს, ჩაეყარა საფუძველი.

მთავარი მიზეზი ძალაუფლების დაკარგვის გამო მოგვრილი შიში იყო.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. მაშინ “ბარსელონას” ფანების ნაწილმა კატალონიური კლუბის მხრიდან სოციალური მედიის მონიტორინგის გამო ერთ-ერთი კომპანიის დაფინანსებაზე უკმაყოფილება გამოთქვა. ეს კომპანია I3 Ventures-ის სახელით გახლდათ ცნობილი. საპრეზიდენტო სკამმორყეული ბართომეუ ძალაუფლების მოპოვებას ძალიან პრიმიტიული და რაც ყველაზე სავალალოა, არაკანონიერი გზით ცდილობდა. 

ჟოზეპის დადებით კონტექსტში მოხსენიება, მისი ფოტოების გაპიარება და ამასთანავე “ბარსელონას” მოწინავე ფეხბურთელებისთვის იმიჯის შელახვა, I3 Ventures-ს მოქმედების მექანიზმი იყო. 

ფართო საზოგადოებისთვის ამგვარი მავნებლობა სააშკარაოზე 2020 წლის თებერვალში გამოვიდა. Cadena SER პირველი გამოცემა იყო, რომელმაც ხელმძღვანელობის მიერ 2017 წლის მიწურულს დაქირავებული I3 Ventures-ის საქმეზე ყველას ღიად აცნობა.  

რა არის I3 Ventures?

I3 Ventures-ს არის კომპანია, რომელიც მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მომხმარებელთა ქმედებას და მათ ქცევას იკვლევს. 

ამ კომპანიას სათავეში არგენტინელი ბიზნესმენი კარლოს იბანიესი უდგას. I3 Ventures-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მიზანია ბაზრის მსყიდველობითი უნარის გაზრდა და არსებულ მომხმარებელთა მოზიდვაზე ზრუნვა. 

რამდენად ემსახურებოდა I3 Ventures წარსულში მარკეტინგულ მიზნებს ეს ცალკე საკითხია, თუმცა კომპანიის მიერ ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ ანტი-კამპანიაზე ჟერარ პიკემ თავის ინტერვიუში გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა:

ვხედავდი, რომ ჩემი კლუბი ჩვენს კრიტიკაში ხარჯავდა ფულს, რომელსაც ახლა ჩვენგან ითხოვს. ფულს ხარჯავდა არა მხოლოდ ლეგენდების, არამედ მოქმედი ფეხბურთელების კრიტიკაშიც. ეს აღმაშფოთებელია. როდესაც პრეზიდენტს სიტუაციის ახსნა ვთხოვე, მან მიპასუხა “ჟერარ, არ ვიცი” და მეც დავიჯერე. ახლა კი ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს სერვისები კლუბისთვის დაიქირავა, ისევ ჩვენთან მუშაობს.”

მთავარი დამნაშავე და მისი ამფსონები

იმ აბსურდის თეატრის მთავარი შემოქმედი, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბართომეუ იყო. მიუხედავად მრავალი კომპრომატისა, რომელთა გამოც პოლიციისა და გამომძიებელთა ჩართვა გახდა საჭირო, ჯერ კიდევ პრეზიდნეტობის პერიოდში, ჟოზეპი უცოდველის როლს თამაშობდა და ინტერვიუშიც “პილატეს” პოზიციას ინარჩუნებდა:

“ფასები არსებულ ბაზარს შეესაბამებოდა და რაც მთავარია, კლუბში კორუფცია არაა. შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვარ. დიახ, მაღელვებს ის, რომ ამ კონტრაქტორს საქმე არ დაუსრულებია და ჩვენ მის ბოლომდე მიყვანას ვითხოვთ.  ჩვენ ვხედავთ ბოტების ორგანიზებულ შეტევას, რისი მიზანიც “ბარსას” რეპუტაციის შელახავა. ჩვენი ვალდებულებაა, კლუბის რეპუტაცია დავიცვათ.”

თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შემოქმედს თანაგუნდელები სჭირდებოდა და მათი ძებნაც არ გასჭირვებია. კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ, იურისტი ხაუმე მასფერერი და რომან გომეს პონტი პრეზიდენტთან ერთად ამ შავ-ბნელ საქმიანობაში იყვნენ გარეულნი. უფრო დეტალურად სწორედ Cadena SER-მა განმარტა, რომ უშუალო გარიგებებში ხაუმე მოსფერერი დომინირებდა, ამის სრული უფლება კი სწორედ ბართომეუსაგან ეძლეოდა.

ავანსცენაზე – გამომძიებლები!

საწყის ეტაპზე გამოძიებამ დაადგინა, რომ I3 Ventures-თან “ბარსას” რეალურთან შედარებით, გაცილებით დიდი თანხა ჰქონდა გადახდილი. უფრო კონკრეტულად, ეს რიცხვი ადეკვატურ ღირებულებას 6-ჯერ აღემატებოდა. 

კლუბის ოფიციალური განცხადებაც სწორედ სოციალური მედიისთვის არამიზნობრივად გასხვისებულ ფინანსებზე იყო დაფუძნებული.

უშუალო დეტალების დასადგენად პოლიციამ 10-მდე ლოკაცია გაჩხრიკა. ჩხრეკა ჩატარდა ჟოზეპ მარია ბართომეუსა და ხაუმე მასფერერის ბინებში, ასევე იმ კომპანიების ოფისებში, რომლებთან უკანონო გარიგებაშიც ბართომეუს მმართველობა იყო შემჩნეული. 

“ბარსას” თავს მომხდარი ასეთი სკანდალი კლუბის რეპუტაციაზე რამდენად მძიმედ მოქმედებს, ეს თავადაც მოგეხსენებათ. ზედიზედ ბოლო 2 პრეზიდენტის საკანს მიღმა აღმოჩენა ერთი შეხედვით ძალიან უსიამოვნო სურათს გვიხატავს. თუმცა, კანონი ყველასთვის თანასწორია. როდესაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი ასეთი შესამჩნევია, რა თქმა უნდა, იქ სამართლის აღსრულებაც აუცილებელია.

პირადად მე, აქ მთავარ დანაშაულად უპირველესად კლუბის მიმართ ზიზღი მესახება. დიახ, ზიზღი. სხვა გრძნობა შეუძლებელია გამოძრავებდეს, მაშინ როდესაც ფერარის იბარებ და ბოლოს გულშემატკივარს ჯართს უტოვებ, ცდილობ, სხვების თვალის ასახვევად გაუმართლებელი ტრანსფერების გაჩარხვას, რომლის იმედი, შესაძლოა, თავადაც არ გაქვს, უნიშნავ ფეხბურთელებს გადამეტებულ ხელფასებს, ლანძღავ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს და ბოლოს გუნდი მილიარდიანი ზარალისკენ მიგყავს.

ეს საქმე Barcagate-ად უნდა იწოდებოდეს, თუ Bartogate-ად, ცალკე განსახილველია. უგუნურმა ბართომეუმ ვერც სხვის და ვერც თავის შეცდომებზე ისწავლა, არადა როსელი თავად არ შეცვალა? მოკლე მეხსიერებასაც ვერ დავაბრალებთ მის ფარისევლობას.

7 მარტს არჩეულ პრეზიდენტს ორმაგად მეტი სამხილი ექნება პრეზიდენტის პოსტზე მყოფი პირების შეცდომების გასაანალიზებლად. შეიძლება, ამან ახლადარჩეული დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქციოს, თუმცა არის ერთი გრძნობა, რომელიც ყველანაირ ზეწოლას აკომპენსირებს, ეს კლუბის სიყვარულია და ეს გრძნობა Barcagate-ს შემოქმედს ნამდვილად არ გააჩნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2021, 13:41
    #12

    აი საიდან ამხელა ზიზღი საკუთარი საქმის მიმართ, ფულს იპარავ? ჯანდაბას, მაგრამ ცოტა მაინც მოიპარე და მთავარი ფეხბურთელებს რას ერჩი შე გველო. იმიტომ რა კარგი გამოჩნდე და შენს გაფუჭებულზე აღარ ილაპარაკონ გუნდს კლავ? არ ფიქრობ რა ხასიათზე გამოდიოდნენ მოედანზე სათამაშოდ შენი ნალანძღი ხალხი? იქნებ იმიტომაც წააგეს ყველა გადამწყვეტი თამაში ბოლო 3-4 წელიწადში, რომ მოედანზე თავდადების მაგივრად სულ სხვა რამეზე უწევდათ ფიქრი და თამაში არ გამოსდიოდათ.

  • ბასქუ10
    schedule 05 მარ 2021, 10:53
    #11

    იმედია ბართომეუს დაიჭერენ და ჩაალპობენ ციხეში😡

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 01:07
    #10

    ხოდა ასეთი მავნე წურბელა გარეთ უნდა დაიარებოდეს? მისი ადგილი ვირის აბანოშია, ფულის დანაკლისი თუ არის საიდანაც უნდა იქედან გააჩინოს. გუნდს დედა უტირა ამ ვირთხამ.

  • Bobi
    schedule 04 მარ 2021, 23:59
    #9

    ბრავო, ძალიან კარგი სტატია იყო ნამდვილად 👏🏻💙❤️
    რაც შეეხება ბართომეუს, გული მტკივა პირდაპირი გაგებით, რო ვუფიქრდები რა აქვს ნაკეთები. სულ მცირე ორი ლიგა უნდა მოგვეგო ამ შემადგენლობით ამ პერიოდში, სულ მცირე. მესი ყავს ბოლო-ბოლო გუნდს, მესი_ კაცი რომლისაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შეუძლია რო ორი კაცი თვითონ აიყვანოს თამაშის დროს, ამ დროს ნორმალური თავდამსხმელი უნდა ხეირობდეს, მაგრამ ვინ უნდა გამოიყენოს ეს შანსი, გრიზმანმა თუ დემბელემ. ბარსაში ერთმანეთზე უტვინოები რო აღმოჩდნენ? ვინც ყავდა ასეთი გაუშვეს, ჯერ ნეიმარი მერე სუარესი, ნუ სუარესს კიდევ ნაკლებად შევეხები, თავიდან როგორ დაშალეს ეს ტრიო მაგაზე ვარ გამწარებული ჯერ კიდევ. ან ის ფული რაში დახარჯეს, კოუტინიო დემბელე გრიზმანი
    მაგარი სამეულია თითქოს 😆 სასაცილოა მაგრამ ვერ ვიცინი, ან რა გამაცინებს ბოლო წლების შემხედვარე. სამარცხვინოა რო გუნდს ასეთი პრეზიდენტი ყავდა

  • Chico
    schedule 04 მარ 2021, 23:10
    #8

    თითქოს ამაზე მეტი საზიზღრობა რა უნდა მოხდეს…
    მაგრამ, გამოძიება მარტო ამ საქმით არ უნდა დამთავრდეს. ბართომეუს და მის გუნდს, გაცილებით მეტი და ამაზრზენი საქმეები აქვს გაკეთებული. და მარტო დასახელებული პიროვნებები კი არ არიან გარეული იმ საქმეებში, არამედ დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვებიც, რომლებიც დღესაც კლუბში მუშაობენ და დამალულები არინ.
    ღრმა გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა უნდა სამაგალითოდ დაისაჯოს, ვისაც თუნდაც მცირედი წვლილი აქვს ამ ბოროტმოქმედებებში.
    კონკრეტულად უნდა დადგეს საკითხი, რომ საგრძნობლად გაიზარდოს კლუბის წევრების, კულესების როლი კლუბის მმართველობაში. მაგალითად, შეიქმნას ჯგუფი, რომლებიც კულესების წრმომდგენლები იქნებინ კლუბის მართვის საკითხებში. განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.
    ეს კლუბი ბართომეოს, სხვა პრეზიდენტების და მათი ამფსონების სკუთრება არ არის. ისინი არჩეულნი არიან კლუბის 150 ათასი წევრების მიერ და ვალდებულები არიან ანგარიში ჩააბარონ ამ ხალხს. სამწუხაროდ დღეს ამ ხალხის სტატუსი ფაქტიურად ფორმალურია. არჩეულ პრეზიდენტს თავი მეფედ დ კლუბის მფლობელად მიაჩნია… რაც არ არის სიმართლე.
    გმოვტყდები, რომ მეც ლაპორტას გაპრეზიდენტობის მომხრე ვარ, დ მხოლოდ იმიტომ, რომ ფონტზე მეტი გმოცდილება აქვს, ფრიშაზე არც ვლაპარაკობ, მაგრამ იმაშიც გამოვტყდები, რომ მისი საუბრების და მოქმედებების შემდეგ, ეჭვი მეპარება, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. რომ რადიკლურად არ შიცვლება მისი საქმისადმი მიდგომა.
    არის ასეთი უცხოური განსაზღვრება – შარლატანი- და რატომღაც მგონია, რომ სამივე კანდიდატს ძალიან შეეფერება.
    მესის დატოვებაზე, ჩავის მწვრთნელობაზე და კრუიფის სპორტულ დირექტორობაზე აქვთ აწყობილი და სხვა არაფერ ჭკვიანურს და რეალურს არ ლაპარაკობენ.
    არა ბატონო კანდიდატებო…. მესი თქვენი დახმარების გარეშე, თვითონ გადაწყვეტს რა უნდა ქნას…. ჩავის ავტორიტეტი აქვს კლუბში, მაგრამ ბარსას მწვრთნელობისათვის ჯერ ძალიან მწვანეა, ჯერ არ არის მზდ ამისათვის და თვითონაც იცის ეს.
    და ბოლოს, ამ ადამიანს არა იოჰან კრუიფი ჰქვია, არამედ ჯორდი კრუიფი და მისი დიდებული მამისაგან გნსხვავებით, არნაირი დამსახურება არა აქვს მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში. და არც ექნება…..
    აბა ვნახოთ როგორ განვთარდება მოვლენები….

    მადლობა ავტორს ასეთი დეტალური ინფორმაციის გმოქვეყნებისათვის

    შესორებას შევიტან.. რა თქმა უნდა პირველ რიგში სოსიოსები მყავს მხედვლობაში.
    უკაცრავად ვარ შეცდომისათვის…

  • Joakim Brodén
    schedule 04 მარ 2021, 23:03
    #7

    ციტატა: Tsitsi
    heart_eyes barca-4 ნამდვილად ინფორმაციული სტატია იყო <3 მადლობა, კოლეგავ ♥


    აა შენ ყოფილხარ ციცი, მეთქი ვინაა რა უნდათ

  • Tsitsi
    schedule 04 მარ 2021, 23:02
    #6

    heart_eyes barca-4 ნამდვილად ინფორმაციული სტატია იყო <3 მადლობა, კოლეგავ ♥

  • Always cule
    schedule 04 მარ 2021, 22:55
    #5

    ველოდებოდი ასეთ სტატიას
    ავტორს მადლობა

  • Joakim Brodén
    schedule 04 მარ 2021, 22:52
    #4

    ციტატა: Gaby Wiklauri
    Joakim Brodén,
    moica am gverdis admini tsitsi ariko?😂😂😂🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣


    ციცი ვინაა არ ვიცნობ

  • M10 S9 D11
    schedule 04 მარ 2021, 22:49
    #3

    ეს ორი სათაური მომკლავს მე

    პ.ს. ავტორს ბრავო

  • El pistolero 9
    schedule 04 მარ 2021, 22:09
    #2

    ყოჩაღ ავტორს👌👍

  • Joakim Brodén
    schedule 04 მარ 2021, 21:56
    #1

    კარგი სტატიაა, კარგი ბიჭი ხარ Kraken kissing_heart