“ბარსელონას” ყოფილმა და “ვულვერჰემპტონის” ამჟამინდელმა მარჯვენა მცველმა ნელსონ სემედუმ კატალონიური კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
27 წლის ფეხბურთელმა “ბლაუგრანაში” 3 სეზონი გაატარა. პორტუგალიელი ინგლისურ კლუბს გასული წლის ზაფხულში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბონუსების სახით “ბარსა” კიდევ 10 მილიონს მიღებს.
გასულ ზაფხულში, როდესაც არდადეგებიდან დავბრუნდი, ოჯახთან ერთად ბარსელონაში გავემგზავრე და ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე. განმიმარტეს, რომ “ბარსას” ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და ერთ-ერთი წამსვლელი ფეხბურთელი ვიყავი, რათა კლუბს ფული გამოემუშავებინა.
ასეთ სიტუაციაში ბევრი მოთამაშე აღმოჩნდა – ლუის სუარესი, არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩი. კორონავირუსის გამო ყველა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. როდესაც ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ იმყოფებიან, ნებისმიერი კლუბი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ფანები მუზეუმსაც კი ვერ სტუმრობდნენ.
ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ცოტათი მაინც გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ წამოსვლის ნება დამრთეს. “ვულვერჰემპტონში” გადმოსვლა ძალიან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამაზე მეორედ არ დავფიქრებულვარ.
– ციტირებს სემედუს სიტყვებს The Telegraph.
ყველა რომ ესეთი შეგნებული იყოს რაღა გვიჭირს.
ამაში მაინც ავიღეთ ფული
შენ ნახევარი გუნდი ჩამოთვალე და ვინ მოგყავს სამაგიეროდ ?)
ვალვერდეს დედა მივაცენზურე ამის გაფუჭებისთვის
3:1 წააგო ამის ვულვზმა სიტისთან ახლა.
Chao semedu
დანარჩენები კაპიკებში გაყიდეს, მაგრამ ხელფასის თანხა დაზოგეს.
ეს კიდე მესმის ამაში ფული მაინც ავიღეთ და ვინც ჩამოთვალა ისინი გავაჩუქეთ რასაც ქვია
ეს ან აქაურობას ვერ მოერგო ან არადა ვალვერდემ შეიწირა, უფრო ორივე 😁
ეჰ ამ ბიჭის ისეთი იმედები მქონდა🙄 სამწუხაროა რომ ვერ აეწყო მისი კარიერა თორე არც დრიბლინგი აკლდა არც სისწრაფე და არც არაფერი უბრალოდ როგ მომენტებში ძალიან არ უმართლებდა
სუარესი ფულის გამო გაუშვესო🤣🤣 5 მილიონი გადაგვიხადეს ხო მგონი სუაში😁😁
ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით პატივისცემით საუბრობს ბარსელონაზე რაც დასაფასებელია, მართალია ბარსაში თავი დიდად ვერ გამოიჩინა თუმცა, პატივისცემა ჩემგან სემედუს ❤