“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც, ამჟამად, ფრანგულ “ნიცაში” იჯარით ირიცხება, აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.
არ ვიცი, რა იქნება მომდევნო სეზონში, მაგრამ “ნიცაში” დარჩენის ამბიცია მაქვს. იმედი მაქვს, აქ დავრჩები.
ჩემი თამაშის დონე განსაზღვრავს, დავრჩები თუ არა აქ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალ თამაშებზე ფოკუსირებაა. არსებობს მატჩები, რომლებშიც ქულებს მოვიპოვებთ. დღეისათვის “ნიცას” ფეხბურთელი ვარ და არა “ბარსელონასი”.
“ბარსელონას” მდგომარეობა? ვერ მოგატყუებთ – არ მაინტერესებს, რა ხდება კატალონიურ კლუბში. ზოგჯერ ვუყურებ მატჩებს, რომლებშიც ჩემი ფრანგი თანაგუნდელები თამაშობენ [ლანგლე, უმტიტი, გრიზმანი, დემბელე]. თვალს მხოლოდ მათ ვადევნებ, რადგან მეგობრებად მივიჩნევ.
– ტოდიბოს ამ სიტყვებს AS ციტირებს.
ტოდიბომ მიმდინარე სეზონის ნახევარი “ბენფიკაში” გაატარა. 21 წლის მცველმა პორტუგალიურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, რის გამოც მან იანვარში “ნიცას” მიაშურა.
შენი არასწორი ჟანკლერ..
გუნდში სადაც თამაშობს, ვერ იტყვის რომ ბარსაზე მაბოდებსო, სხვა გზა არა აქვს რომ რამე სხვანაირად თქვას. ნეიმარმა პსჟ-ში რო თქვა ყველაზე მაგარი კამბექი ბარსაში მაქვს გაკეთებულიო იმას პსჟ დღესაც არ ივიწყებს ჟურნალისტები ხო საერთოდ.
ნუ შემაძულებ თავს ჟან კლერ
ასეთი ამპარტავანი და ჯიუტი ფეხბურთელების ადგილი ბარსაში არაა, რამხელა წაროდგენაც აქ თავისთავზე ისეთ გუნდში თამაშობს ზუსტად
ამის კომენტარი მახსოვს ბარსამ რო მიყიდა თავი მაგარი ფეხბურთელი მეგონა მერე ვარჯიშზე ბუსკეცის თამაში რო ვნახე მივხვდი რა კვერცხი ვყოფილვარო.მთლად ასე არ უთქვამს მაგრამ ამას გულისხმობდა
ძაან ბოღმა კომენატარებს აკეთებს და რისი მიღწევა უნდა ნეტა ამით
პატარა, გაბრაზებული ბავშვის სიტყვები. თურმე იმიტომ უყურებს, რომ ფრანგები თამაშობენ. ნეტა ის თანხა დაგვიბრუნა, რაც ამათშია გადახდილი და ოთხივე ბედნიერებაში მოიხმარე.
აშკარად ბოღმა ჩაიდო გულში ამ ბიჭმა, შეიძლება სულ არ აინტერესებდეს ბარსა მაგრამ ასე უკმეხადაც არ უნდა მოიხსენიოს საჯაროდ და არც ამ კლუბში თამაშის ამბიცია უნდა ქონდეს. თუ არ გიყვარს ეს გუნდი ვერც აეწყობი, ფულის გამო ისედაც ბევრია დღეს 😁