“ბარსელონასთან” ხვალ ჩასატარებელი კოპა დელ რეის ნახევარფინალური შეხვედრის წინ, “სევილიას” მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი პრესკონფერენციას მართავს:
შესაძლოა თუ არა არასპორტულმა საკითხებმა “ბარსაზე” გავლენა მოახდინოს? ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ფეხბურთი სხვა გზით მიდის -სხვა რაღაცებს ამასთან კავშირი არ აქვს.
ნახევარფინალში 4 საუკეთესო გუნდია, რაც თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა. მსგავსი სიტუაციაა მსაჯებთან მიმართებითაც – სპორტში სამართლიანობის მჯერა.
ოკამპოსი და აკუნია? ხვალ მთელი შემდგენლობით გავემგზავრებით და გადავწყვეტთ, რა მოხდება. თუ ისინი ჩვენთან იქნებიან, არგენტინელებს თამაში შეეძლებათ.
გუნდი შესანიშნავად განწყობილი და თავდაჯერებულია, რომ ფინალში გავა. ჩვენი მიზანი სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობის მიღებაა. კლუბი მოწადინებულია, რომ დიდებულად ითამაშოს. ბრწყინვალე მეტოქე გვყავს, რომელიც გვაიძულებს, ბურთთან ერთად და მის გარეშე ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ.
ხვალ რაც მოხდება, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. მომავალ შეხვედრაში მოედანზე სწორედ ამ რწმენით გავალთ.
“ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გასამართი დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს
მოემზადეთ ჯოჯოხეთი გელით კამპ ნოუზე
ისე რა იქნება დემბელე რო მოისინჯოს ცრუ ცხრიანად.ბოლო მცველს მივაწებოთ და კუნდე-კარლოს ერთმანეთზე გადადუღებულს დაჩაგრავს სისწრაფეში.აბა კომბინაციური თამაში მაგან არ იცის და რაც იცის ის გამოვიყენოთ.თან ლეო ეყოლება მეპასედ
1 გოლი მაინც გაეტანათ, რამდენს ნიშნავს სტუმრად გატანილი გოლი. თუ გაგვიტანეს დამთავრებულია ბაზარი. ლოპოტეგის სევილია არაა ის გუნდი, რომელიც 4 გოლს გაუშვებს
თუ ისე ითამაშეს როგორც სევილიაში ბოლო მატჩი,დიდი შანსია სასურველი შედეგს მივაღწიოთ. მე იმედი მაქვს რომ მოიგებთ.ყველა ვარიანტში კარგი თამაში უნდა იყოს.უბრალოდ მოგება ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას შემატებს.
მე მგონია კუმანმა როტაცია არ უნდა გააკეთოს, დაცვაც 3 ცენტრით ითამაშოს. მშვენივრად გამოდიოდათ დაცვაში თამაში, ამ სეზონში არ მახსოვს დაცვის ასეთი კარგი თამაში. და რაც მთავარია სისწრაფე, და უნდა ახსოვდეთ რომ თამაში 90 წუთი გრძელდება, ხვალ კი შეიძლება 120-იც არ ეყოთ.
იმედია მოვიგებთ და ამ ტიტულის მოგების შანსი მაინც გვექნება სეზონის ბოლოს, წინ ბარსა💪💪
ვფიქრობ მოგებით აუცილებლად მოუგებენ, ერთი ისაა საკითხავი სასურველი ანგარიშით თუ იქნება, რისი იმედიც რაც არ უნდა იყოს მაქვს 😁💙❤️
დე იონგი-ბუსკეცი
ალბა-ლენგლე-პიკე-მინგეზა-დესტი
ტერ შტეგენი
ლენგლეს ვერ იტანს ჩემი ნერვები და მგონი ვერც ვერავისი.
Tu Tavis tamshi itamashe sevilias shansiaraq tuarada isedac vicit
უნდა დავაქამბექოოთ! ვამოოოს!