workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტუსკეტსმა პრეზიდენტობის კანდიდატები “სევილიასთან” მატჩზე მიიწვია

ტუსკეტსმა პრეზიდენტობის კანდიდატები “სევილიასთან” მატჩზე მიიწვია

Cadena COPE-ს ცნობით, “ბარსელონას” დროებითი მმართველობის საბჭოს ხელმძღვანელმა, კარლეს ტუსკეტსმა, პრეზიდენტობის კანდიდატები, ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა, ოთხშაბათს, “სევილიასთან” გასამართ მატჩზე მიიწვია.

გამოცემის მტკიცებით, ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრას, რომელსაც “კამპ ნოუ” უმასპინძლებს, ისინი თვალს VIP ლოჟიდან მიადევნებენ.

დღეს, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. ტუსკეტსი მათ სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე შეხვდა.

პირველი შეხვედრა “რამონ სანჩეს პისხუანზე” ანდალუსიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0, დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 01 მარ 2021, 12:02
    #8

    არაუხო ძალიან გვჭირდება, გოლის გაშვება ტრაგედია იქნება, ნეტავ ითამაშებს, ლანგლეს რო ვიხსენებ გული მიჩქარდება არ დაგვღუპოს.

  • Bobi
    schedule 01 მარ 2021, 01:20
    #7

    მათი დასწრება მოტივაცია იქნება ბევრი ვითომ ვარსკვლავისთვის, თუმცა არ იციან ალბათ რომ ლაპორტას მის გეგმაში უკვე გაყიდული ყავს ყველა და ჰოლანდის ბილეთს ჯავშნის

  • Zaqaria Davitashvili_2
    schedule 01 მარ 2021, 00:30
    #6

    პირდაპირ ლაპორტა რომ დასვან არ უნდათ? რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას ყველა ლაპორტას უჭერს მხარს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 28 თებ 2021, 22:36
    #5

    ციტატა: Coutinho14
    ცოტაც და კიდევ ერთი წურბელა მოშორდება ბარსელონას relaxed


    რომელსაც ძალიან გაუტკბა პრეზიდენტობა და პრეზიდენტის სკამზე ჯდომა. angry

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2021, 21:20
    #4

    აუ თქვენ იყოთ ბართომეუები იქვე რო არ მოგუდოთ ეგ ტუსკეტსი

  • me da barca
    schedule 28 თებ 2021, 19:53
    #3

    რა კეთილია ეს კაცი, გავგიჟდი.

  • El pistolero 9
    schedule 28 თებ 2021, 19:35
    #2

    ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ გოლი არ გავუშვათ.თუ გავუშვით 4 გვექნება გასატანი.კარგი იქნება თუ შექმნილ მომენტებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.წინა მატჩში გაცილებით დიდი ანგარიშის დაფიქსირება შეგვეძლო.დესტის ძელი,დემბელეს დაგორება და ლეომ კარს ააცილა,ალბას მომენტი…მიკლედ აქცენტი სწრაფ გოლზე უნდა გაკეთდეს.არამგონია სევილია 1 გაშვებული გოლის შემდეგ მოგვაწვეს.აი მეორეც თუ შევუგდეთ მერე წავა თამაში და მთავარი -გოლი არ უნდა გავუშვათ!!!

  • GiorgiGabe99
    schedule 28 თებ 2021, 19:04
    #1

    ცოტაც და კიდევ ერთი წურბელა მოშორდება ბარსელონას relaxed