დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირების სურვილზე ისევ საუბრობს

დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირების სურვილზე ისევ საუბრობს

“ინტერ მაიამის” მფლობელი დევიდ ბექჰემი ამერიკულ კლუბში მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავების დამატების სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს. 

ვიცი, რომ მაიამიში ჩვენს გულშემატკივრებს დიდი ფეხბურთელების ხილვა სურთ. მესისა და რონალდუზე საუბარი ხშირად არის, ისინი 15 წელია, გამორჩეულები არიან, ჩვენ კი სწორედ საუკეთესოების მიზიდვა გვინდა. 
უკვე გვყავს გლამურული ფეხბურთელები, მაგალითად იგუაინი და მატუიდი, მაგრამ ჩვენი მიზანია, მომავალში კიდევ უფრო დიდი ტრანსფერების განხორციელება შევძლოთ. 

– ციტირებს ბექჰემის სიტყვებს Mundo Deportivo. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    01 მარ 2021, 13:05

    ეს კაცი შემიყვარდა იმ ინტერვიუს შემდეგ, მილანში რო ბარსას ეთამაშა. კაცმა ალალად თქვა: ის რაც მესიმ მოედანზე გამიკეთა, როცა უცებ მომიახლოვდა და მერე ზურგსუკან დავინახეო, იმის ნიშანი იყო ჩემთვის, რომ ბუცები ლურსმანზე უნდა ჩამომეკიდაო.

  • Bobi
    01 მარ 2021, 01:41

    ფინანსურად თუ შევხედავთ იდეალური იდეაა

  • Zaqaria Davitashvili_2
    01 მარ 2021, 00:35

    საინტერესო იქნებოდა მესისა და რონალდუს ერთად ხილვა

  • me da barca
    28 თებ 2021, 19:04

    ეს მოიყვანს სახელოვან, მაგრამ ბებერ ფეხბურთელებს. ფინანსებზე უფრო იქნება გათვლილი, ვიდრე სპორტულ შედეგებზე.

  • M10 S9 D11
    28 თებ 2021, 17:16

    ამან ხო გაახურა საქმე

  • nika 54
    28 თებ 2021, 15:53

    ხო იგუაინი აგაშენებს შენ და შენს გუნდს. მაგის შეშვებას შენ შეხვიდე მოედანზე ის ჯობია.

  • BEQA BARCA
    28 თებ 2021, 15:45

    ისე საინტერესო იქნება მესი რონალდუ ერთ გუნდში.. მაგრა მაინტერესებს