“ბარსელონას” სარეზერვო გუნდი დღეს სეგუნდა ბ დივიზიონში სტუმრად “ლეიდას” შეხვდება. ფეხბურთელები კატალონიის დასავლეთში მდებარე ქალაქში უკვე გაემგზავრნენ, 18 წლის ნახევარმცველი, ილაიშ მორიბა კი მათ შორის არ იყო.
Sport-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანის გადაწყვეტილებით მორიბა გარკვეული დროით პირველ გუნდში დარჩება და “ბარსა ბ”-ს არ დაეხმარება.
მორიბამ “სევილიასთან” ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამასთან ერთად კი პედრიმ ტრავმა მიიღო. ასე რომ, კუმანს მოახლოებულ მნიშვნელოვან შეხვედრებში სწორედ ილაიშის იმედი აქვს.
მომდევნო კვირაში “ბარსელონა” ესპანეთის თასზე “სევილიასთან” განმეორებით მატჩს გამართავს. ეს თამაში 3 მარტს გაიმართება, 3 დღის შემდეგ კი გუნდი ლა ლიგაში “ოსასუნას” დაუპირისპირდება.
კუმანმა თუ ვერ დადო შედეგი, ისტორიას მაინც შემორჩება მწვრთნელი, რომელმაც ახალგაზრდებს მისცა შანსი და დააწინაურა არაერთი ფეხბურთელი.
ძალიან კარგი ნამდვილად იმსახურებს დაწინაურებას.მაგრამ დე ლა ფუენტე?მაგასაც რატომ არ აძლევს შანსს?
როგორ მიხარია ამდენი ახალგაზრდა რომ თამაშობს და კიდევ ამდენი რო რჩება დროის გარეშე 😍💙❤️ არა ამაზე გულიც მწყდება თუმცა მიხვდებით ალბათ რისი თქმაც მსურს, კარგია რომ ამდენი პერსპექტიული მოთამაშეა გუნდში
მორიბა პუჩს მოუგებს კონკურენციას კუმანის გემოვნებიდან გამომდინარე. ბრაიტისთვის ამხელა დროის გამოყოფას კონრადი დაეტესტა ჯობდა მარა ეგ დროც მოვა
ერთი კონრდი არ ათამაშა მხოლოდ!!
ახლა პუჩს და მორიბას შორის წავა კონკურენცია
რასაც ვერ დაუკარგავ კუმანს სწორედ ეგარის. ახალგაზრდების მიმართ პატივისცემით გამოირჩევა 🖤
კარგია რო ტოვებს ისე დე ლა ფუენტეც რო ათამაშოა ხოლმე არ მოკვდება