workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “სევილიას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

რონალდ კუმანი დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილია. ნიდერლანდელი სპეციალისტი სეზონის დარჩენილ ნაწილს ოპტიმისტურად უყურებს.

“კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ფიზიკური მზადყოფნით. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ უბურთოდ თამაშისას ტოლი არ დავუდეთ, ხოლო ბურთის ფლობისას თამაშის მიმდინარეობას მშვიდად ვაკონტროლებდით. სწორედ ესაა განსხვავება. ილაი ძალიან ეფექტურად შემოვიდა. ბურთთან ერთად დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ეს ძალიან დაგვეხმარა.”

“ჩვენ სქემა შევცვალეთ და მიზნად მოწინააღმდეგის მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოქცევა დავისახეთ. მთელი თამაშის განმავლობაში მათ მარტო ყოფნის საშუალებას არ ვაძლევდით. საკვანძო ფაქტორი სწორედ მათთვის თამაშში ხელი შეშლა და მაქსიმალური აგრესიულობა იყო. სრულყოფილი მატჩი გამოგვივიდა.”

“ოთხშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა იქნება და ორივე გუნდი უკეთესი თამაშის ჩვენებას შეეცდება. მთავარი რამ, რაც ოთხშაბათს უნდა გავაკეთოთ, ეს დღეის მსგავსი ამბიციური თამაშია, მოედანზე მოტივირებულები უნდა გავიდეთ და შანსებიც აუცილებლად გვექნება.”

“გრიზმანისთვის არც ერთი წუთი? ეს ანტუანისთვის რაიმე შეტყობინება არაა. ჩვენ სისტემა შევცვალეთ და აქცენტი დემბელეს სისწრაფეზე გავაკეთეთ. მის ნაცვლად კი მოედანზე ბრეითუეიტი შემოვიდა, რომლის თამაშში ჩართვაც გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.”

“ილაიში? ის ძალიან კარგი იყო ბურთით. პრესინგზეც ეფექტურად თამაშობდა და ბოლო წუთებშიც გუნდს განსაკუთრებით დაეხმარა. თავის გამოჩენის საშუალება უნდა მივცეთ, ის ახალგაზრდაა. სწავლობს და წინ დიდი მომავალიც აქვს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში