კატალონიური TV3-ის ეთერში “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებმა ლიონელ მესისთვის მოკლე გზავნილები გააჟღერეს.
ჟოან ლაპორტა
ლეო, ისეთ შეთავაზებას გაგიკეთებ, რომელზეც უარს ვერ იტყვი. კარგად გამოიყურები, წარმატებები!
ვიქტორ ფონტი
ლეო, დარწმუნებული ვარ, რომ დასასრული ახლოს არ არის. ჩვენი გზა ერთად ძალიან გრძელია.
ტონი ფრეიშა
ლეო, ფეხბურთელო, რომლის თამაშის ყურება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაც არ უნდა მოხდეს, მადლობა.
კლუბის ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება: როგორც იცით, ხმის მიცემა 7 მარტს უნდა გაიმართოს.




ვფიქრობ რომ ფრეიშას მესის დარჩენა არ აწყობს
– ხავი არ მოვა სანამ მესი გუნდში იქნება, ვერ უპრიკაზებს როგორც უნდა!
არჩევნების ბედი მესიზე გადის?
არ ვიცი, ლაპორტამ რაღაც ძალიან სერიოზული პროექტი უნდა წარუდგინოს მესის თორემ გაჭირდება მისი დარწმუნება, ფულზე მართლა არ მგონია წუწუნი დაიწყოს ასეთ პირობებში. ბართომეუ წასულია უკვე მითუმეტეს
ფრეიშას ხო შანსი არ ქონდა და ამ განცხადების გამო ვაფშე ნოლს ქვემოთ დავიდა მაგის შანსები
მთავარია კლუბის პროექტის ირწმუნოს და ფულზე არ დაიწყებს წუწუნს ჩემი აზრით
შენ თუ უშველი ჟოან ისევ ბარსელონას თორემ საშველი აღარ არის უკვე.
რით ვერ მოვიდა 7 მარტი ვეღარ ვითმენ <3 :დ
ანუ ფრეიშა ემმშვიდობება ფაქტიურად. შესაბამისად ჰოლანდის და მბაპეს ტრანსფერები ისედაც გამორიცხულია, რა გამოდის? ტრანსფერებით გვატყუებს,მესის უშვებს, ბართომეუს "პროექტის" გამგრძელებელია