მადრიდის “რეალის” სპორტულმა დირექტორმა, le10sport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონა” საკმარისად იღბლიანია იმის გამო, რომ ამ გუნდში მისი აკადემიიდან 7–8 ფეხბურთელი თამაშობს…
“იმის გარდა, რომ ყველა საპირისპიროს გაიძახის, “რეალ მადრიდი” ყოველთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაზე იყო კონცენტრირებული. რა თქმა უნდა ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ რაიმე ჩემს ტრანსფერზე, რომელიც 75 მილიონი ევრო დაჯდა და კრიშტიანო რონალდოს გადმოსვლაზე, რომელშიც მადრიდულმა კლუბმა 93 მილიონი ევრო გამონახა. თუმცა, ჩვენ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც კანტეროდან თამაშობენ, მაგრამ პირველ გუნდში მოხვედრა უჭირთ. ამიტომაც ისინი თავის ტალანტებს სხვა გუნდებში ამჟღავნებენ”, – აცხადებს ზინედინ ზიდანი და იქვე ამატებს: “კატალონიური კლუბი ძალიან იღბლიანია, რომ ახლა ამ გუნდში 7–8 აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. თუმცა, ასეთი ბევრი თაობა ვერ იქნება.”



