“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კატალონიურ კლუბზე შექმნილ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ხშირად ვხვდებით და ვიხსენებთ იმ შესანიშნავ პერიოდს, როდესაც ერთად ვთამაშობდით. თუმცა, ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ, როდესაც კარიერას ასრულებ, სიცარიელის გრძნობა გეუფლება და ეს გტანჯავს.
“ბარსელონა” განსაკუთრებული კლუბია დიდი ფილოსოფიითა და სტილით. ასეთივე ღრმა ფილოსოფიის მქონე კლუბის პოვნა ძნელია. როდესაც “ბარსადან” სხვა გუნდში მიდიხარ, ადაპტაცია გიჭირს.
შეეგუება თუ არა ლა ლიგა მესის წასვლას? ყველა ფეხბურთელი, ადრე თუ გვიან, კარიერას ასრულებს ან მიდის. ჩემპიონატის მთავარი ღირებულება კლუბებია, ლა ლიგაში კი ისტორიისა და ტრადიციების მქონე დიდებული გუნდები ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები. ისინი არსად მიდიან და მსოფლიოს მასშტაბით კვლავ უძლიერეს მოთამაშეებს მოიზიდავენ.
ხავიერ მასკერანომ საინტერესო კომენტარი გააკეთა ლიონელ მესიზეც.
გაკვეთილი ჩაუტარე ამ ფრანგ იდიოტებს.
ლენგლეს ეხლაც აჯობებს ეს ბებერი ლომი
მასკე მწრტნელობა მოსინჯე რაიცი რაცდება
პატარა ბოსი, როგორც ნაკრებში შეარქვეს
სამწუხაროა რომ აღარ დატოვეს განსაკუთრებული აღარაფერი ბოლო წლებში გადაგმული უამრავი არასწორი ნაბიჯით
განსაკუთრებული კლუბი იყო, ახლა გუნდიც კი აღარაა განსაკუთრებული, ფილოსოფიაზე საუბარიც აღარაა.დედა უტირა ყველაფერს ბართომეუმ ნულიდანაა დასაწყები ყველაფერი.