workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: მესი მეუბნება, რომ “ბარსას” ახალგაზრდული პროექტი შესანიშნავია

მასკერანო: მესი მეუბნება, რომ “ბარსას” ახალგაზრდული პროექტი შესანიშნავია

“ბარსელონას” არგენტინელი ლეგენდა ხავიერ მასკერანო მის მეგობარსა და თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

როგორც მასკერანოს ინტერვიუდან ირკვევა, მესი კატალონიურ კლუბში ახალგაზრდების მოზიდვის ტენდენციით მოხიბლულია.

ვიცი, რომ “ბარსაში” ახალგაზრდების პროექტირება ძალიან კარგია. ეს მესიმ და სხვა ფეხბურთელებმა მითხრეს.

ვხედავ, რომ ლეო კარგადაა. გარდა იმ ფაქტისა, რომ “ბლაუგრანა” ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არაა, მისი სხეულის ენა და პერფორმანსი სეზონის განმავლობაში არ შეცვლილა იმისგან, რასაც იგი 15 წელი აკეთებდა. ამ მხრივ ის კარგად გამოიყურება.

ლეოსთვის რჩევის მიცემას ვერასდროს გავბედავდი. არსებობს პირადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თავად და ოჯახთან ერთად უნდა მიიღოს. როგორც მეგობარი, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ, მაგრამ ვერასდროს გავბედავდი მისთვის მერჩია, თუ რა უნდა გააკეთოს.

– მასკერანოს ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 25 თებ 2021, 18:55
    #3

    ესეთი დაბალი ცენტრალურ მცველად თამაშობდა, რამხელა მონდომება და თავგანწირვა უნდა გქონდეს.

  • Bobi
    schedule 25 თებ 2021, 02:17
    #2

    როგორ აკლია მისი ხასიათი გუნდს, მიუხედავად ფიზიკური მონაცემებისა როგორი მებრძოლი ტიპი იყო, მაქსიმალურად ცდილობდა დიდი წინააღმდეგიბა გაეწია მასზე ბევრად ძლიერი მოთამაშეებისთვის, დაღლა ამან არ იცოდა და ყურების ჩამოყრა

  • me da barca
    schedule 24 თებ 2021, 22:54
    #1

    ამის ჟილკა და შემართება მისცა ნეტა ბევრს. იყო ადამიანი, რომელიც არ ახალტურებდა და ბოლომდე იხარჯებოდა, თავს არ ზოგავდა.