მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდ კუმანის მიღწევა გაიმეორა

თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდ კუმანის მიღწევა გაიმეორა

“ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში ორი გუნდი გაწვრთნა. ნიდერლანდელმა 2007/2008 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “პსვ” და “ვალენსია” ათამაშა. 

OptaFranz-ის ცნობით, კუმანის შემდეგ ამ მიღწევას დღეს მეორე მწვრთნელიც შეუერთდა. თომას ტუხელი, რომელმაც სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” დაიწყო და პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს თავკაცობდა, ამჯერად პლეი-ოფში, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელის რანგში ვიხილეთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2021, 19:00

    კუმანის დაწევა რთულია, ყოჩაღ მაგას.

  • Bobi
    schedule 24 თებ 2021, 10:49

    ძალიან კი გამიკვირდა კუმანის მიღწევა რა უნდა ყოფილიყო 😆💙❤️

  • ika9101
    schedule 24 თებ 2021, 09:22

    დადებითად ვერ შევაფასებ ამ "მიღწევას".

  • me da barca
    schedule 24 თებ 2021, 01:37

    MALUMA-მ ნახა თავის საყვარელ მეკარეს როგორი გოლი გაუტანა ჟირუმ?

  • C.PC5
    schedule 24 თებ 2021, 01:26

    ოუფ დიდი მიღწევა უნდოდა მაგას😂

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 24 თებ 2021, 00:58

    ეს ფლიკი რას აკეთებს ესეთს რას ეუნება ფეხბურთელებს რო ესე მაგრად თამაშობენ?! მალადეც ძმაო რა.. არ ჩერდებიან ტიპები სულ უტევენ, სულ ამწვავებენ სუ ხოდზე არიან…არა რა მწვრთნელს დღევანდელ ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს..გუნდი რომელსაც ჩავარდნილი სეზონი ქონდა კოვაჩთან ერთად და უსახურ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენი გუნდის არიყოს, ფლიკმა 1 თუ 2 თვეში ისე აათამაშა და ისეთი მონსტრი გუნდი შექმნა რო რავიციი…