workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ გამოეხმაურა ჟოან ლაპორტა რონალდინიოს კლუბიდან წასვლას 2008 წელს

როგორ გამოეხმაურა ჟოან ლაპორტა რონალდინიოს კლუბიდან წასვლას 2008 წელს

ლეგენდარულმა რონალდინიომ “ბარსელონა” 2008 წელს დატოვა და “მილანში” გადავიდა. კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, გაუჩოს წასვლას ასე გამოეხმაურა. 

მას [რონალდინიო] ახალი გამოწვევა სჭირდება. როდესაც ციკლი სრულდება, ნორმალურია, რომ სრულდება ყველაზე ემბლემატური ნაწილიც. მე ვისურვებდი, რონალდინიომ საუკეთესო გზავნილები მიიღოს, რათა ის ყველაფრისთვის დაიმახსოვრონ, რაც ჩვენ მოგვცა და თუ ის ამას აღარ გააკეთებს, ეს იმიტომ მოხდა, რომ გარემოებებმა ამის საშუალება აღარ მისცა.

– განაცხადა ლაპორტამ 2008 წელს TV3-თან ინტერვიუში. 

ლაპორტამ მაშინ აღიარა, რომ ბრაზილიელისთვის, რომელმაც რამდენიმე ტრავმა გადაიტანა და პრობლემები ჰქონდა ფიტნესთან, ახალი როლის პოვნა ძალიან რთული იყო. 

რონალდინიო “ბარსელონას” ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა (207 შეხვედრა, 94 გოლი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 23 თებ 2021, 16:39

    ეს ჭკვიანი იყო, და ამიტომაც არ გაუშვა არც რეალში და არც ატლეტიკოში.

  • Bobi
    schedule 22 თებ 2021, 23:18

    წასვლასთან დაკავშირებული კომენტარები ამან ზაფხულში ნახოს 😁 რამდენის გაგდება მოუწევს ვინ დათვლის