workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფელიპე ლუისი ლეო მესიზე საუბრობს

ფელიპე ლუისი ლეო მესიზე საუბრობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა მცველმა და ლიონელ მესის ძველმა კონკურენტმა, ფელიპე ლუისმა ინტერვიუში არგენტინელის შესახებ ისაუბრა.

“მესი კარგად შევისწავლე. ის დრიბლინგზე იქამდე ფიქრობს, სანამ ბურთს მიიღებს. მესი მცველების მოძრაობას აკვირდება და განსხვავებული მიმართულებით მოძრაობას იწყებს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბურთის მიღებაში მისთვის ხელი შემეშალა.”

“იყო მატჩები, რომლებიც აგრესიისა და სიხისტის საზღვრებსაც გაცდა. წითელი ბარათითაც დავისაჯე, მაგრამ მგონია, რომ მესის ასეთი ქცევა მოსწონს კიდეც. მას უყვარს გამოწვევები.”

“ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” კონტრაქტის ბოლო დღეს დამირეკა. ეს მაფიქრებინებს, რომ ლეოს ჩემი თამაში მოსწონდა. იმედია, ამის პასუხს ოდესმე გავიგებ.”

ფელიპე ლუისის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.

35 წლის მარცხენა მცველი ამჟამად ბრაზილიურ “ფლამენგოში” თამაშობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 23 თებ 2021, 16:52
    #4

    ამან მიაღებინა ძალიამ მძიმე ტრავმა, მთელი ორი თუ სამი თვე დაკარგა. ყველაზე ცუდი იყო რო იმთამაშში არ დაუსჯიათ, მაშინ ლეოს ძლიერ დარტყმულზე მოასწრო და ბურთი ისე დაუბლოკა რომ დარტყმის შემდეგ ბურთი კი არა ლეო გადავარდა უკან.

  • me da barca
    schedule 23 თებ 2021, 00:59
    #3

    კარგად მახსოვს შენი აგრესია და წითელი ბარათიც, მიზანმიმართული და არა შემთხვევითი შე არაკაცო.

  • M10 S9 D11
    schedule 22 თებ 2021, 23:51
    #2

    ხო კარგად შეგისწავლია იმიტომაც გაგდირკა ჰაერიდან

  • Bobi
    schedule 22 თებ 2021, 23:36
    #1

    როგორ მახსოვს, ეს იყო მგონი, მუხლზე წავიდა ძალიან უხეშად, სერიოზულ ტრავმას გადაურჩა იმ ეპიზოდში