workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
81-ე გუნდი, რომელსაც ლეო მესიმ გაუტანა

81-ე გუნდი, რომელსაც ლეო მესიმ გაუტანა

ცოტა ხნის წინ “კადისთან” გამართულ თამაშში (1-1) “ბარსელონას” მხრიდან ერთადერთი გოლი გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაიტანა.

როგორც უკვე გაცნობეთ, “კადისი” აღმოჩნდა ლა ლიგის 38-ე გუნდი, რომლის წინააღმდეგაც მესიმ გოლი გაიტანა, თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება.

ცნობილი სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Gracenote-ის ცნობით, “კადისი” არგენტინელის საკლუბო კარიერაში 81-ე მსხვერპლი აღმოჩნდა. “ბლაუგრანას” კაპიტანს სულ 89 კლუბის წინააღმდეგ უთამაშია, მათგან კი მესიმ 81-ის კარი აიღო.

წყაროს ინფორმაციით, ის 8 გუნდი, რომელთა კარშიც ლეო მესიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, არის: “ინტერი”, “რუბინი”, “ბენფიკა”, “უდინეზე”, “ალ სადი”, “ხერესი”, “მურსია” და “გრამენეტი”.

გარდა ამისა, ლიონელ მესიმ “კადისთან” მატჩში მორიგი რეკორდიც მოხსნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 22 თებ 2021, 15:14
    #3

    რეკორდები კარგია, მაგრამ ერთი ტიტული მაინც გაჩითე ლეგენდავ წელს.

  • M10 S9 D11
    schedule 22 თებ 2021, 02:29
    #2

    ინტერი და ბენფიკა გადაეყრება კიდე ლიგაზე არაა პრობლემა

  • C.PC5
    schedule 22 თებ 2021, 00:49
    #1

    კიდე შეემატება მაგ სიას მსხვერპლი გუნდები. ისე ინტერი რატო დარჩა დაუსაჩუქრებელი მიკვირს🙄 იმედია მაგათაც დაიჭერს სადმე და მიდუბლავს❤️