ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, მომდევნო სეზონში კლუბში მიუნხენის “ბაიერნის” მცველს, დავიდ ალაბას მოიყვანს, ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაპორტა ალაბას შესაძლებლობებისა და მისი შრომისმოყვარეობის დიდი გულშემატკივარია. ლაპორტას ასევე სურს ხელი შეუშალოს მადრიდის “რეალს”, რომელიც ასევე ინტერესდება ფეხბურთელის შეძენით.
თავად ალაბამ, უკვე დაადასტურა, რომ ზაფხულში “ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუმცა “ბარსელონას” ავსტრიელის გაფორმებამდე რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა მოუწევს, რათა ალაბას მაღალი ანაზღაურების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
აბა ალაბა და ჰოლანდი თუ მოიყვანა მესი სადღა უნდა წავიდეს.
აუუ მოიყვანეთ რაა, ეს და ჰალანდი გვჭირდება ძაან
ჰალანდი მოიყვანე ჯერ ლაპორტ ჰალანდი
რეალთან პაექრობა არაა გონივრული ახლა, წაიყვანონ თუ უნდათ იმხელა ხელფასს ითხოვს რომ არ ღირს მაგის მოყვანა.