ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
30.06.11 – “ლა მასიას” დახურვის თარიღი

30.06.11 – “ლა მასიას” დახურვის თარიღი

 

2011 წლის 30 ივნისიდან, “ლა მასიას” კარები ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ოფიციალურად იქნა დახურული…

 

32 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, 30 ივნისის 12:00 საათზე, “ლა მასიას” კარები საბოლოოდ დაიკეტა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც ამ შენობაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, თუ გადადგამდნენ დიდი ფეხბურთისაკენ. “ლა მასიას” დახურვის ცერემონიას “ბარსელონას” სპორტული ვიცე–პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, ფეხბურთის აკადემიის დირექტორი ხორდი მესრე, “ლა მასიას” დირექტორი კარლეს ფოლგერა და პროფესიონალური ფეხბურთის დირექტორი და “ლა მასიას” ყოფილი ბინადარი, გილერმო ამორი დაესწრნენ. დახურვის ცერემონიაზე დასწრებასთან ერთად კი მათ ჟურნალისტებს ახალი შენობის შესახებ ამცნობეს, რომელიც “სიუტატ ესპორტივაზე” იქნა აშენებული და რომელშიც პირველი ივლისიდან “ბარსელონას” ახალგაზრდა აღსაზრდელები განგრძობენ ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ “ლა მასიას” დახურვას ის 16 ტიტულიც “დაესწრო”, რომლებიც 2010/11 წლების სეზონში, კატალონიური “ბარსელონას” სპორტული გუნდების წყალობით იქნა მოპოვებული.

 

“სიმბოლური ქმედებაა ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ – ძველი “ლა მასია” იხურება. თუმცა, ახლა ჩვენ ახალ შენობაში გადავდივართ. დღეს, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია ჩვენ მიერ მოგებული 16 ტიტული თქვენ წინაშე წარვადგინოთ. ამ ტიტულების მოპოვებაში ხომ უდიდესი წვლილი სწორედ “ლა მასიას” აღზრდილებს მიუძღვით”, – აცხადებს ბართომეუ.

 

ხორდი მესტრემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ტიტულები არამარტო “ბარსელონას” პროფესიონალურმა გუნდებმა მოიგეს, არამედ მათი მოპოვება ახალგაზრდებმაც შეძლეს: “რამდენიმე ახალგაზრდული გუნდის, ბავშვების გუნდისა და ქალთა საფეხბურთო გუნდის ჩათვლით, ჩვენს ხელთ 19 ტიტულია. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ “ბარსა ბ”–ს მნიშვნელობაც. მართალია მათ ტიტული არ მოუპოვებიათ, თუმცა მოახერხეს და ისინი “სეგუნდა დივიზიონ ა”–ში მესამე ადგილზე გავიდნენ, რაც უბრალოდ კარგია.”

 

“ჩვენთვის, ყველაზე მთავარი რამ არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები პირველ გუნდში მკვიდრდებიან. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ “Fair Play”–ს, რომელშიც პირველმაც და მეორე გუნდმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ჩვენი მისია ფეხბურთელებისა და ხალხის სწავლებაა. ჩვენ გვსურს გვქონდეს ანგარიშგასაწევი კლუბი, მაგრამ ჩვენ ამის მიღწევა ნებისმიერ ფასად ნამდვილად არ გვსურს”, – განაცხადა მესტრემ.

 

ეს დღე ნამდვილად ემოციური გამოდგა კარლეს ფოლგერასა და გილერმო არმორისათვის, რომლებიც 80–იან წლებში ამ სახლის ბინადრები იყვნენ. “ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ გადასვლასთან დაავშირებით. ჩვენ ახლა ისეთ რეზიდენციაში გადავდივართ, რომელიც თავისი უამრავი შესაძლებლობით მთელი მსოფლიოსათვის მაგალითი იქნება”, განაცხადა ფოლგერამ. გილერმო ამორმა კი თავის მხრივ, პრესასთან აღნიშნა ის ფატი, თუ რაოდენ ნერვიულობდა იგი დახურვის ცერემონიაზე: “მე ახლა უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ვნერვიულობდი მაშინ, როდესაც პირველად შემოვაბიჯე ფეხი ამ შენობაში. ეს იოლი დღე არ გახლავთ. ეს ჩემთვის უბრალო სპორტული საცხოვრებელი არ იყო – ეს იყო რაღაც სახლის მსგავსი. ახლა ჩვენ დიდებული ახალი ცენტრი გვექნება, სადაც ჩვენ კვლავ ოჯახური ატმოსფერო უნდა შევქმნათ.”

 

სურათები

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB

 

Image: Àlex Caparrós / FCB


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში