“ბარსელონას” ინსტიტუციონალურმა და სპორტული ურთერთობების დირექტორმა გილერმო ამორმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩისა და ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა.
პსჟ-ს უნდა მივულოცოთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ფეხბურთში უფრო რთული რაღაცებიც გვანახავს. წინ კიდევ ერთი თამაშია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვნახოთ, რა გამოვა აქედან.
შედეგი საუკეთესო არაა. ეს მძიმე, გამანადგურებელი მარცხია, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ეს ჩვენი საუკეთესო დღე არ იყო. პსჟ უკეთესი იყო.
უნდა ვაღიაროთ, რომ მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია. ის კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს.
როგორ შევაფასებ მესის თამაშს? მართალია, რომ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩების ბედი გადაწყვიტონ და გავლენა მოახდინონ შედეგზე, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია. პსჟ უკეთესი იყო. მისი ნახევარმცველები მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ ტემპში თამაშობდნენ.
მესის მომავალი? ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენ თამაშზე ვიყავით კონცენტრირებულები.
– ციტირებს ამორის სიტყვებს Mundo Deportivo.
საუბედუროდ ასეა ეს.
მბაპე კარგი მოთამაშეა, მაგრამ თავში ავარდნილი უზრდელი.
ბარსას გუნდურად 2016 წლის მერე აღარ უთამაშია