ცოტა ხნის წინ დასრულდა პრესკონფერცია, სადაც რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ყურადღება ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობასა და წინასამატჩო მოლოდინებზე გაამახვილა.
“ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ძალიან ამაღელვებელი განწყობით ვხვდებით. პსჟ-ს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და საინტერესო ორმატჩიანი დუელი უნდა გამოდგეს.”
“პიკე კარგადაა. ის ჯგუფურად უკვე 4-5 დღეა ვარჯიშობს. მე კიდევ ერთი დღე მაქვს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მას უქმობა დიდი ხნით მოუწია. ჩვენ ვისაუბრებთ და ყველაფერს ხვალ გადავწყვეტთ.”
“უმტიტი და ლანგლე მზად არიან. ჩვენ მათი გამოყენება შეგვიძლია, შეცდომების მიუხედავად, რაც ფეხბურთის ნაწილია, კარგი შეხვედრებიც ჩაატარეს. ჩემს ბიჭებში ეჭვი არ მეპარება, მათ იციან, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი პსჟ-ს მსგავსი გუნდების წინააღმდეგ.”
“რაც შეეხება, ნეიმარისა და დი მარიას დანაკლისს, ყველა გუნდში არის ტრავმიანობა. ნეიმარის, მესისა და კრიშტიანუ რონალდუსნაირი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დავიცვათ. ისინი თავიანთი თამაშით სიამოვნებას ყოველთვის გვანიჭებენ. მსაჯებმა ისინი უნდა დაიცვან , მაგრამ, დიახ, ფეხბურთი კონტაქტური სპორტია.”
“არაუხოს არ უვარჯიშია და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არ იქნება.”
“ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ჰყავდეს. ისევე როგორც ჩვენთვის, ანსუ ფატის, კოუტინიოს, სერჟი რობერტოსა და არაუხოს მზადყოფნა კარგი იქნებოდა. დატვირთული კალენდარი ფეხბურთელებს ხშირად აზიანებს.”
“მე არაფერი მაშინებს, რადგან ჩემი გუნდის მჯერა და ასევე ვაფასებ მოწინააღმდეგეს. შევეცდებით, რომ თამაშის მიმდინარეობა ჩვენ გავაკონტროლოთ. ყოველ გუნდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. ჩვენ უპირატესობის მოპოვება სწორედ მათი სუსტი მხარეების გამოყენებით უნდა შევძლოთ.”
“დემბელეს შეცვლა? მისი ცვლილების მთავარი მიზეზი ის უზარმაზარი სამუშაო, რომელსაც ყოველ თამაშში ასრულებს. უსმანმა და გუნდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა ფიზიკური კონდიციების მხრივ მდგომარეობა აშკარად გაიუმჯობესეს. მნიშვნელოვნია, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიძლიერე, რადგან აქ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ექცევი.”
“ისეთი სიტუაციაა, თითქოს ყოველ მესამე დღეს გამოცდა გვაქვს. რეალურად, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. დროთა განმავლობაში ზოგჯერ ვაგებთ, თუმცა უსამართლოდ. ყოველ მარცხში ჩვენ საკუთარი შანსები გვქონდა.”
“გასვლით შეხვედრაში გატანილი გოლი მნიშვნელოვანია, მათ მოედანზე დომინირებაც ძალიან ხიბლავთ. კარის მშრალად შენახვა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.”
“ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გუნდს, რომელიც “ბარსელონას” აღემატება. თუმცა, არ არის კარგი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ამხელა მოლოდინების ქონა, მაშინ როდესაც კლუბში ბოლო სეზონის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. გუნდი მაღალ დონეზეა მომზადებული და ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.”
“ეს არ არის მესი-მბაპეს დუელი. მბაპე ძალიან სწრაფია და შესაძლოა, ჩვენი დაცვისთვის მძიმე დაბრკოლებაც აღმოჩნდეს. სანახაობრივი შეხვედრა უნდა იყოს.”
“არ ვიცი, მესიზე ბევრი საუბარი იყო თუ არა, მათი განზრახვა. მე გუნდსა და ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვამზადებ.”
ჩემპიონთა ლიგის უამრავი ინტრიგით აღსავსე ცენტრალური შეხვედრა, ხვალ “კამ ნოუზე” გაიმართება.
მატჩი თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
მაინც 3 მცველიანი ტაქტიკა უმჯობესია ჩემი აზრით და თუ მაინცდამაინც 4-3-3 უნდა წინ დემბელე მესი ტრინკაუს დუეტით უნდა შევუტიოთ.გრიზმანი აჩრდილია თავისი თავის.ისე ნახ დაცვაში რო დადგეს პედრი დეიონგთან ერთად არ იქნებოდა ურიგო დაცვას მაინც მიეხმარება
მე მაინც მგონია რო შანსი 1 % ია. ამიტო 5 მცველის დაყენებას და აქედან თან ერთი რო უმტიტია მეორე მინგესა და მესამე ლენგლე რა აზრი აქვს? ამიტო მაგარი შემტევები უნდა დავუყენოთ ბევრი და მინიმუმ 5 კაცით შევაჯდეთ. დემბელე მესი ტრინკაო გრიზმანი ერთადაც მოჟნა. მეეგრე ვიზამდი. ან გავნადგურდებოდი ან გადავუვლიდი
შტეგენი
მინგესა უმტიტი ლენგლე
ბუსი
დესტი დე იონგი პედრი ალბა
მესი დემბელე
შანსები გვააქ მთავარია სწრაფი გოლი.არავინ იცის რა მოხდება.ხო შეიძლება გოლს წითელი მოყვეს და 10 კაცით დარჩეს ხალიფა.ასე რომ სული გული ყველაფერი მოედანზე უნდა დატოვონ რომც ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.არაუხო პიკე როგორ გვაკლია.იმედი მაქ არაუხო გადასაგდები არ გახდება🙃
სიზუსტეა მთავარი დანარჩენს მოევლება
ძალიან მინდა რომ ვაჩვენოთ პსჟ-ს ვინ ვართ, ის 6-1 სანატრელი უნდა გავუხადით, თუ მოხდა სასწაული და ბარსელონამ კვლავ შეძლო ამ მატჩის დაქამბექება ეს იქნება საფეხბურთო ისტორიის ბრწყინვალე ნაწილი რომლის ნახვა, მოსმენა თუ წაკითხვა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებში ყოველთვის აღძრავს რაღაც განსაკუთრებულნგრძნობას❤️ მიდით ბიჭებო მიდით ჩვენ ბარსელონა ვართ და არასდროს არსად არაფერს არ ვუშინდებით💪💪❤️
კიდევ ერთხელ, იმედია არ დავმარცხდებით. და ხასიათს არ გავიფუჭებენ ლა ლიგაში გვაქვს ბევრი სამუშაო.
არანაირი 4-3-3 და 4-2-3-1 იმენა 3-5-2 ტაქტიკით უნდა გაიყვანო ხვალ გუნდი სხვა ალტერნატივ არ არსებობს
გრიზმანი
ალბა პედრი ფრენკი დესტი
ლენგლე არაუხო მინგესა
შტეგენი
ერთი რაც გვიშველის ესაა 20 წუთის განმავლობაში ვინმე გაუგდონ, 10 კაციან გუნდს უკეთ გაუმკლავდებით და 2 პენალტი დაგვიდონ, მოგონილი კი არა სამართლიანი.
მერე დაცვაში ფრთხილი თამაში და შეტევა, შეტევა და კიდევ შეტევა.
ეს ძაან კარგია… გუნდის მენტალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია
ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად.
ვაიმე ვიზიარებ, პსჟ-ზე რო უნდა თარგმნო
მადლობა
ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად.
ვაიმე ვიზიარებ, პსჟ-ზე რო უნდა თარგმნო
ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად.
ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ აუცილებლად
დე იონგი არ დააყენო დაცვაში თორემ მკვდარს და ცოცხალს გაგინებ ! დაცვა ჩემი ვერსია : დესტი (მხოლოდ სისწრაფის გამო) პიკე / ლენგლე ალბა