ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 15 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 თებერვალს მოხდა.

თამაშები

15 თებერვალს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 14 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1920 წელი

“ინდუსტრიაზე” გამართული “ელ კლასიკო” 2-2 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები ალკანტარამ და ვინიალსმა გაიტანეს.

1942 წელი

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ბარსელონა” უშუალო კონკურენტთან, “გრანადასთან” ანგარიშით 0-6 განადგურდა. იმ სეზონში გავარდნას “ბარსა” 2 ქულით გადაურჩა.

1948 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სოსიედადი” 6-0 გაანადგურა. გოლები სეგუერმა (2), ბასორამ (2), ნავარომ და ფლორენსიომ გაიტანეს.

1959 წელი

გაიმართა პირველი “ელ კლასიკო“, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლება ხესუს ერერას ერთადერთი გოლით მოიგეს. ბარსელონაში ამ მატჩზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიებში არცერთი ტელევიზორი არ იყო დარჩენილი.

1990 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ ლა ლიგის შეხვედრაში “ბარსელონა” 2-3 დამარცხდა. სტუმართაგან ორივე გოლი ხულიო სალინასმა გაიტანა.

2002 წელი

ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა.

2003 წელი

რადომირ ანტიჩის მწვრთნელობის დროს “ბარსელონას” პირველი მოგება. კატალონიელებმა “ესპანიოლი” სტუმრად 2-0 დაამარცხეს. გოლები ფილიპ კოკუმ და ჩავიმ გაიტანეს.

2014 წელი

რაიო ვალიეკანოსთან” ანგარიშით 6-0 მოგებულ შეხვედრაში მესიმ დი სტეფანოს (227 გოლი) გაუსწრო და რაულს (228) გაუთანაბრდა. იმ დღეს ლეო ლა ლიგის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ მატჩში ლეომ ლა ლიგაში 50-ე დუბლი შეასრულა, პედრომ კი 50-ე გოლი გაიტანა.

2015 წელი

ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” 5-0 განადგურება მესისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 თამაში გამოდგა. არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. დანარჩენი 2 გოლი ნეიმარმა და ლუის სუარესმა გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 15 თებ 2021, 19:58

    ლეოსთვის კაი დრო ყოფილა.
    1942 წელს მთელი ევროპა ცეცხლის ალში იყო გახვეული, ესპანეთში კი ბურთს აგორავებდნენ.

  • nika 54
    schedule 15 თებ 2021, 16:10

    "ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" "ლევანტეს" 5-0 განადგურება მესისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 თამაში გამოდგა. არგენტინელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. დანარჩენი 2 გოლი ნეიმარმა და ლუის სუარესმა გაიტანეს"
    რა დრო იყო, დაცვის დარდი რო არ გვქონდა, მთავარი იყო ცენტრამდე მოეტანათ ბურთი და იქ სამეული ირიგებდა გოლებს. შეიძლება ამის ბრალიც არის რომ დაცვა ასე ღრმად ჩაეფლო პრობლემებში და ახლა გვიწევს ამაზე ფიქრი.

    ციტატა: C.PC5
    ლეოს კონტრაქტი❤️ თურმე რა შეუძლია ერთ უბრალო ქაღალდის ხელსახოცს, თუმცა აქ მემგონი ოფიციალური კონტრაქტია ნაგულისხმევი.


    ეს ლეოს პირველი ოფიციალური კონტრაქტია.

  • C.PC5
    schedule 15 თებ 2021, 12:47

    ლეოს კონტრაქტი❤️ თურმე რა შეუძლია ერთ უბრალო ქაღალდის ხელსახოცს, თუმცა აქ მემგონი ოფიციალური კონტრაქტია ნაგულისხმევი.